|
14.04.2011 08:40 |
|
უფრო უპრიანი იქნებოდა, თუ სათაურის ”ჩამონათვალს” უკუთანმიმდევრობით დავალაგებდი, მაგრამ, რახან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, დავტოვე ისე, როგორც გულმა და გონებამ მიკარნახა. ჩემი ამჟამინდელი სათქმელი 14 აპრილმა გამოიწვია - დედა ენის დღემ. ეს დღე პოზიციასაც და ოპოზიციასაც წელიწადში ერთხელ ახსენდება, ახსენდება ისე, როგორც ახალი წელი და აღდგომა; აქედან პირველი - როგორც მხიარულებისა და მეგობრებთან ერთად ზეიმის ზენიტი, მეორე - როგორც სერიოზული, ძირითადად ოჯახურ წრეში შესასრულებელი რიტუალი. ცხადია, არსებობს სხვა ღირშესანიშნავი დღეებიც, - შობა, დაბადების დღე, სახელის დღე, მაგრამ აღდგომასა და ახალ წელს ვერაფერი შეედრება, - მარტო ღამის 12 საათის ჩამოკვრის მოლოდინში გაწელილი წამები რად ღირს?!
|
|
ვრცლად...
|
|
|
02.04.2011 22:29 |
|
პირველად ეს სიტყვა მაშინ გავიგე, როცა ეკრანზე მაესტრო ბერტოლუჩის ამავე სახელწოდების ფილმი გამოჩნდა, რომელსაც ასევე დიდი იტალიელის - ალბერტო მორავიას მოთხრობა ”კონფორმისტი” ედო საფუძვლად. ანტიფაშისტური თემის სიუჟეტი საბჭოთა სისტემისათვის სწორედ რომ მისწრება იყო, მაგრამ ფილმში იმდენი ეროტიული, ე.ი. საბჭოთა მაყურებლისთვის ყოვლად უსარგებლო(!), მეტიც - უკადრისი(!!) კადრი იყო, რომ დაჭრილ-დაჩეხილი სურათიდან ბევრმა ვერაფერი გაიგო; მალე ფილმის ჩვენება აიკრძალა, მერე ხელახლა გამოჩნდა, ცხადია, ისევ შემოკლებული ვარიანტი, მაგრამ უკვე ყველამ იცოდა, რომ მსოფლიო კინოკრიტიკამ ”კონფორმისტი” შედევრად აღიარა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენც, იმის მიუხედავად, რა გაიგე და რამდენად ჩაწვდი მის სიღრმეს, უნდა თქვა: მართლაც რომ შეუდარებელი, არაჩვეულებრივი ფილმია...
|
|
ვრცლად...
|
|
03.04.2010 00:29 |
|
ეს კითხვა ისეთივე ძველია, როგორც ყოფნა-არყოფნის არსი, მაგრამ განსაკუთრებული სიმძაფრით მაშინ წამოიჭრება ხოლმე, როცა საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უხდება. ამ დროს, წესისამებრ, ჩნდება ორი მხარე: ერთი - ინიციატორი, მეორე - ამ ინიციატივის გამზიარებელი ან უარმყოფი. პირველი თავდაუზოგავად ცდილობს დააჯეროს მეორე თავის ჭეშმარიტებაში, მეორე - სწავლობს შეთავაზებას, ფიქრობს, ორჭოფობს... პირველი ახლ-ახლ არგუმენტებს იშველიებს, ნემსის ყუნწში ძვრება და თავის სასარგებლოდ ყველა ხერხს იყენებს, აკრძალულსაც კი. სწორედ ასეთ დროს ჩნდება მარადიული პასუხგაუცემელი კითხვაც: მიზანს ყველა საშუალება ამართლებს?
|
|
ვრცლად...
|
|
07.02.2010 20:08 |
|
ამასწინათ, ერთი უწყინარი სატელევიზიო არხით შევიტყვე, რომ გასულ წელს ჩატარებულა წიგნის მოყვარულთა გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა დღემდე ყველაზე პოპულარული ათი ნაწარმოები. მათი უმრავლესობა ჭეშმარიტი შედევრია, თუმცა არის ისეთიც, რომლის ავტორიც კი, პირადად მე, არ ვიცოდი და მჯერა, მხოლოდ ეკრანიზაციის წყალობით მიიპყრო მკითხველის ყურადღება. აღნიშნული სია ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, მეორეზე – “სამი მუშკეტერი”, მესამეზე – “რომეო და ჯულიეტა”, შემდეგ ასეთი თანმიმდევრობაა: “გრაფი მონტე-კრისტო”, “ქარწაღებულნი”, “დონ კიხოტი”, “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ”, “ანა კარენინა”, “ტიტანიკი”, “ჯეინ ეარი”.
|
|
ვრცლად...
|
|
31.01.2010 20:43 |
|
ეს კითხვა მაშინვე გაჩნდა, როგორც კი გაცხადდა, რომ რუსი ოლიგარქი ალექსანდრე ებრალიძე ქართველ მწერლებს საუკეთესო ნაწარმოებისათვის დავით აღმაშენებლის პრემიას გადასცემდა. ამ კითხვას ორი კითხვა იქვე, სასვენი ნიშნის დასმამდე მოყვა – მწერალს თუ რენეგატს? ამ ორ კითხვას კიდევ ორი ამდენი კითხვა დაემატა და გაჩნდა კითხვების მთელი კასკადი, რომლებმაც ჩვენი ისედაც აფორიაქებული საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბა, დააეჭვა და დამუხტა, ცხადია, უარყოფითად.
|
|
ვრცლად...
|
|
21.01.2010 19:38 |
|
წერილი მეორე
შანელამდე ... არც დისნეი, არც ერკიულ პუარო
ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია - ეს ფრთიანი ფრაზა, კონცეფციის თვალსაზრისით, აბსოლუტური სიზუსტით ერგება მოდას: დაასახელეთ ნებისმიერი ექსტრავაგანტული, ნოვატორული, შოკის მომგვრელი ავანგარდული, გნებავთ კონსერვატორული გამოვლენა მოდის სფეროში, რომ მას არ მოეძებნოს წინაპარი. მცირე ისტორიული ექსკურსი ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს; გავიხსენოთ XX საუკუნეს, რომელსაც დიზაინის თეორეტიკოსები მოდის რევოლუციის საუკუნეს უწოდებენ, წინ რა უსწრებდა:
|
|
ვრცლად...
|
|
18.01.2010 00:58 |
|
არ მეგულება ადამიანი, ბავშვობაში ცხენოსნობა არ ეთამაშოს და სახლი ან ეზო არ შემოერბინოს რიხიანი შეძახილით - "აჩუ, აჩუ ცხენო" ... მერე, მგონი, ასე გრძელდება: "საით გაგაჭენო, ალაზანი დიდია, შიგ ბებერი კიდია, პური ვთხოვე - არ მაჭამა, ჩემი ცოდო ჰკიდია"...
|
|
ვრცლად...
|
|
12.01.2010 14:28 |
|
წერილი პირველი
რას იტყოდა ალმოდოვარი
რაც არ უნდა მოუცლელი იყო, ყოველთვის გამონახავ დროს კარგი ფილმის სანახავად: გადადებ აუცილებელ შეხვედრას, ენთუზიაზმით წამოწყებულ, მაგრამ ვერა და ვერ დამთავრებულ საქმეს, კარგ წიგნსაც კი (ბოლოსდაბოლოს ის მაინც არსად გაგექცევა) და კიდევ ერთი ჯადოქრობის - ფილმი რომ ჰქვია - საყურებლად ეკრანს მიეჯაჭვები.
|
|
ვრცლად...
|
|
|