განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> ბლოგი კულტურა პაატა იაკაშვილი
ბანერი
პაატა იაკაშვილი
რამდენიმე მოსაზრება თემაზე: " კონსტიტუციური რეფორმა - ინსტიტუციური რეფორმის საფუძველი” Write e-mail
21.05.2010 13:16
“ არც ერთი მართველობა ისე
არ საჭიროებს აღზრდით
დახმარებას, როგორც
რესპუბლიკური მართველობა "
მონტესკიე
ვრცლად...
 
კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეხუთე) Write e-mail
20.05.2010 17:29
(ნაწილი ოცდამეთერთმეტე)

Res publica est res populi - სახალხო საქმე, ხალხის საქმეა

"ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ჩვენი ძალა ხომ - სულსა და სხეულშია: სული მბრძანებელია, სხეული მონაა, პირველი - ღმერთებთან საერთო გვაქვს, მეორე - ცხოველებთან, ამიტომ გონივრული მგონია ჭკუის მეშვეობით ეძიო სახელი და არა სხეულისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა, უნდა შესძლო და რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. იმიტომ, რომ დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი, სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია".
გაიუს სალუსტიუს კრისპუსი
"კატალინას შეთქმულების გამო"
ვრცლად...
 
კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეოთხე) Write e-mail
18.05.2010 14:25

(ნაწილი ოცდამეათე)

მაორგანიზებელი ძალა

"თუ გსურთ ხალხის მოქალაქედ აღზრდა, ბრბო გადაამუშაოთ საზოგადოებრივი ცხოვრების შეგნებულ მონაწილედ - აქციეთ ის პასუხისმგებლად იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, - პასუხისმგებლობა დედაა მოქალაქეობრივი სიბრძნისა".

* * *
"რაც შეეხება სახელმძღვანელო პრინციპებს, გზას რომ გვიჩვენებენ და ერთგულებისა და გმირობის გამოვლენას იწვევენ, ასეთი პრინციპები, ვგრძნობ, ჯერ სრულებით არ არის ორგანიზებული, უფრო მეტიც, ისინი თითქმის თავიდან უნდა შეიქმნას".
უილიამ გლადსტონი
ვრცლად...
 
კულტურა და პოლიტიკა (წერილი მესამე) Write e-mail
18.05.2010 14:20

(ნაწილი ოცდამეცხრე)

ეთნიკური დომინანტი

XX საუკუნის მიწურულს, აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და მრავალი, ძნელად მოსაგვარებელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ასეთ პირობებში მყოფნი, ერთობ უღონოდ გამოვიყურებით, ვერ ვავლენთ ეროვნულ ენერგიას. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გაგვაჩნია ეთნიკური დომინანტი.

ვრცლად...
 
კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეორე) Write e-mail
18.05.2010 14:14

(ნაწილი ოცდამერვე)

ეროვნული ენერგია

თავისი არსებობის მანძილზე, ესა თუ ის ერი, მეტნაკლები აქტიურობით ავლენს ბრძოლის, შრომის, სახელმწიფოს მშენებლობისა და თვითმყოფადი კულტურის შექმნის უნარს. იმის მიხედვით, თუ რამდენად ქმედუნარიანია მოსახლეობა, მსჯელობენ ეროვნული ენერგიის თაობაზე. ამასთან, რაც უფრო ექსტენსიურად გამოვლინდება ეს ენერგია, მით უფრო ინტენსიურად იწყებენ ამის მიზეზების კვლევას... რისი მკაფიო დასტურია XIX-XX საუკუნეების ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარება. ამ ორი საუკუნის მანძილზე, ორჯერ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ორასი წელი მონობაში გავატარეთ, - რაც საკმარისზე მეტი იყო იმისათვის, რომ ეროვნული კატასტროფის მიზეზები გვეკვლია. ეს პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ძლიერდება და მასში მთელი ინტელექტუალური ელიტა მონაწილეობს. დიმიტრი ყიფიანმა, 1886 წელს რუსეთის იმპერიის მესვეურთადმი გაგზავნილ ბარათში, რომლის სათაურია: "იმ ფაქტების შესახებ, რომლებმაც ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიმართ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გულისწყრომა გამოიწვია”, წამოჭრა კითხვა: "რა ხალხია ქართველები?" და თავადვე უპასუხა: "ქართველები ახალგაზრდა ხალხი არ არის. მათ დამოუკიდებლად იცხოვრეს უძველესი დროიდან ჩვენი საუკუნის დამდეგამდე!"

ვრცლად...
 
კულტურა და პოლიტიკა (წერილი პირველი) Write e-mail
17.05.2010 14:04
(ნაწილი ოცდამეშვიდე)

"გზათა უკან წანწალი"
"არასაკმარისია ნებისყოფა, იმიტომ,
რომ არასაკმარისია რწმენა და არასაკმარისია რწმენა,
რადგან არასაკმარისია კულტურა".
ფრანჩესკო დე სანკტისი

"პოლიტიკაში მთავარი - ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების მისწრაფებაა,
მაშასადამე, აქ გონებაზე ზემოქმედების საჭიროებაა, იძულებით ან მოტყუებით...
პოლიტიკოსი, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იძულებულია,
მიმართოს ფალსიფიკაციას".
პოლ ვალერი
ვრცლად...
 
საქართველო, ევროპა და ამერიკა Write e-mail
17.05.2010 13:55
(ნაწილი ოცდამეექვსე)
"შუაღამისას წამოვედით, მას შემდეგ, რაც დიდის მოწიწებით გამოვეთხოვეთ მთავარს. გამომშვიდბებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებს და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო. არ ვიცი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენთვის თავი მოეწონებინა, თუ პრეფექტის პატივსაცემად, რომელიც მისი კათოლიკური უბრწყინვალესობის ქვეშევრდომი იყო. 17-ში დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა".
ჟან შარდენი
ვრცლად...
 
СНГ და ხვალეო Write e-mail
17.05.2010 13:25
(ნაწილი ოცდამეხუთე)
"ნუ მელაპარაკებით "ბედზე".
პოლიტიკა, აი, რა არის ბედი"
ნაპოლეონი

ხელისუფლების გადაწყვეტილებას СНГ-ში შესვლის თაობაზე არაერთგვაროვნად შეხვდა რესპუბლიკის მოსახლეობა და ამას თავისი საფუძველი აქვს: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები, ამ ფაქტს თავიანთ პოლიტიკურ მარცხად აღიქვამენ. ვფიქრობ, სამართლიანადაც. ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი აპათიამ მოიცვა, რადგან ახალი აბრივიატურის მიღმა СССР-ის ავბედით აჩრდილს ხედავენ და ამან დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს არსებობის იდეა, - მათთვის ესეოდენ სანუკვარი, - შარშანდელი თოვლივით გაუქრო. აქედან წარმოიქმნება ტრაგიკული უიმედობა, რაც ყველაზე საშინელი რამ არის ერისათვის, რადგან ბრძოლისუნარიანობას უქვეითებს და რაიმეს კეთების სურვილს უკარგავს.

ვრცლად...
 


გვერდი 1 დან 5
ბანერი