|
|
|
27.05.2011 09:52 |
|
სოციალური კაპიტალი - ნდობის, ჩვევებისა და ინსტიტუტების ნაზავი, რომელიც საზოგადოებას კრავს და რომელიც მრავალი მეცნიერის მტკიცებით, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არ არსებობს. ქართველებს საერთო, აღიარებული მიზნების მისაღწევად საზოგადოების მათთვის უცნობ წევრებთან თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზება უჭირთ, რისი შედეგიცაა, მაგალითად, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო, საერთო ჯამში, ქვეყნის მმართველობის ყველა სფეროში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალ დონეს იწვევს.
|
|
ვრცლად...
|
|
|
18.05.2011 10:20 |
|
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ წელზე მეტი გავიდა, მისი სამართლებრივი შეფასება, რომელიც დამატებით კითხვებს არ გააჩენდა, არ გაკეთებულა. ომის სამართლებრივი შეფასების ერთადერთ მცდელობად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის “ დასკვნა ითვლება, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისიის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებსა და დასკვნებს მრავალი ინტერპრეტაცია მიეცა.
|
|
ვრცლად...
|
|
21.03.2011 22:32 |
|
2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დიდი უმრავლესობით ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა და საპრეზიდენტო ვადა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. არჩევნების წინ კრემლი ლუკაშენკოს ღიად არ უჭერდა მხარს, ხოლო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
|
|
ვრცლად...
|
|
25.02.2011 13:30 |
|
მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი ოცი წლის წინ დასრულდა, დამარცხებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრამვიდან რუსეთი ჯერ კიდევ ვერ გამოდის, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაკარგული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს.
|
|
ვრცლად...
|
|
02.01.2011 16:14 |
|
რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა 2010 წელს? რითი დაგვამახსოვრა თავი 21-ე საუკუნის პირველმა მრგვალმა თარიღმა? ეს წლის მიწურულს ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია.
|
|
ვრცლად...
|
|
03.12.2010 12:44 |
|
„ყოველი პოლიტიკური ეთერის მიღმა შესაძლებელი ხდება ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების ამოცნობა. ინსტიტუციურად ეს არ არის ინფორმაცია, არამედ სახელისუფლებო პიარია. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის წამყვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „კომერსანტი“ და ტელეარხები სხვადასხვა რუსეთის შესახებ გვიყვებიან“ - ეს სიტყვები ცნობილ რუს ჟურნალისტს, ლეონიდ პარფიონოვს, ეკუთვნის. ვლად ლისტევის პრემიის გადაცემისას მან რუსული ტელეარხები სახელისუფლებო პიარში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ტელეარხებზე არ ისმის ხელისუფლებაზე კრიტიკული, სკეპტიკური ან ირონიული მსჯელობები“.
|
|
ვრცლად...
|
|
16.11.2010 09:03 |
|
რუსეთი ევრო-ატლანტიკურ სივრცეს ახალ უსაფრთხოების პლატფორმას სთავაზობს. რუსეთი უკმაყოფილოა არსებული უსაფრთხოების სისტემით. მიაჩნია, რომ ცივი ომის სულის მატარებელი სტრუქტურა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. შეცვლას კი, რაღა თქმა უნდა, კრემლი თავის თავზე იღებს. 2008 წელს მედვედევის მიერ გაცხადებული უსაფრთხოების ხელშეკრულების წინასწარი ვარიანტი ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ წარმოადგინეს (http://eng.news.kremlin.ru/news/275). ამის შემდეგ „შესაბამისი ქვეყნების“, როგორც მათ ხელშეკრულების პრეამბულაში კრემლის უწოდებს, დედაქალაქებში რუსული პროექტის გამალებული განხილვა დაიწყო. „განხილვა“, რაღა თქმა უნდა, პირობითად - ნათელი იყო, რომ რუსული პროექტი ევროპის ქვეყნებისთვის მისაღები არ იქნებოდა.
|
|
ვრცლად...
|
|
09.11.2010 20:33 |
|
საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ცივი ომის შემდეგ მსოფლიოში დამყარებული ძალთა ბალანსის სისტემა იცვლება. რაღა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ ძალთა ბალანსი, როგორც ცნება, პირობითი გახდა, რადგან რეალურად მივიღეთ ერთი, უპირველესი ძალის პოლუსი, ამერიკის სახით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აკეთებდა იმას რაც სურდა, თუმცა, როგორც ავღნიშნე, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ამერიკა ლიდერობის უკანასკნელ წუთებს ითვლის და სულ მცირე დროში მსოფლიოში ჩამოყალიბდება მულტიპოლარული სისტემა, სადაც არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე ურთიერთდამაბალანსებელი პოლუსი გაჩნდება.
|
|
ვრცლად...
|
|
|
|
|
|