განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> ბლოგი განათლება & მეცნიერება გიორგი ბერუჩაშვილი
ბანერი
გიორგი ბერუჩაშვილი


კარგი შვილები რად გვებადება? Write e-mail
06.02.2012 13:30


(საგანმანათლებლო რეფორმის კონცეპტუალური უზრუნველყოფის საკითხისათვის) 

„გაღმა გასვლისა მსურველთა / უკუღმა მიგვყავს ბორანი;
გაგვიბატონდა, მგოსანო, / სირეგვნე შეუწონარი“
ვაჟა ფშაველა - „ილია ჭავჭავაძის სახსოვრად“ (1907წ.)

სადღეისოდ საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს განვაცხადოთ, რომ XIX - XX სს-ის ქართველ განმანათლებელთა მემკვიდრეობა, განსაკუთრებით კი მათი პუბლიცისტიკა, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ჯერ კიდევ არაადეკვატურადაა ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია ვაღიაროთ, რომ ეს მემკვიდრეობა, ქვეყნისა და ერის წინაშე ათწლეულობით მდგარ უმთავრეს პრობლემებს, დღემდე რომ თავს გვაბეზრებენ, ვერ აცნობიერებს, არ ეხება, გვერდს უვლის და ა.შ.

ვრცლად...
 
ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრებს (საკითხის დასმის წესით) Write e-mail
02.11.2011 14:41

( გამოხმაურება ბ-ნ ბ. ივანიშვილის 12.10.2011 მიმართვაზე საქართველოს ყველა მოქალაქისადმი)

"მე ვაპირებ ძალების გაერთიანებას, შემოკრებას...
და მე მგონი, რომ ამას მოვახერხებ – ერთად დავდგეთ".
ბიძინა ივანიშვილი

ვრცლად...
 
პაატა გუგუშვილი: „კალამი მოითხოვს ...“ (თავისუფალი აზროვნების შიში) Write e-mail
21.03.2011 22:02

(ინტელექტუალთა პირადი არქივების განადგურებაში ბრალდებული საქართველო)

ნინო გუგუშვილი-მიქაბერიძისა:

“ერთხელ მითხრა — საქართველოში არა მგონია კიდევ იყოს სხვა მეტ-ნაკლებად გამოჩენილი პიროვნების ამავე პერიოდის დღიურებიო. როდესაც დავინტერესდი, რატომ ფიქრობს ასე, განმიმარტა: ძნელია, რომ ჩვენს დროში კაცმა ანდოს ქაღალდს სიმართლე და ინტიმური, თუ ეს ქაღალდი და ეს სიმართლე მეუძლიათ მის დასაღუპად გამოიყენონო. კი მაგრამ, შენ არ გეშინია ამისი, მეთქი? მეშინია და მაინც ვწერ, კალამი მოითხოვსო“ — თქვა. „მეტსაც ვიტყოდი, მაგრამ ქაღალდი არ მიშვებს- ო“ - ერთგან დაუწერია.

ვრცლად...
 
„აგრი“ - კულტურის გარეშე?! (მსჯელობები Facebook- ში) Write e-mail
11.03.2011 11:30

ამგვარი მსჯელობები, უპირველეს ყოვლისა იმითაა საინტერესო, რომ ცენზურის და თვითცენზურისაგან თავისუფალ სივრცეში, შეულამაზებლად წარმოაჩენენ სადღეისოდ არსებულ საზოგადოებრივი ცნობიერების დონე-რეალობებს, ქვეყანაში ცოდნის კაპიტალის მდგომარეობას - ამ კაპიტალზე მოთხოვნის არსებობა-არარსებობას სახელისუფლო და არასამთავრობო სექტორის, მთლიანად საზოგადოების მხრიდან.

ვრცლად...
 
ვვითარდებით კი?! ვის ნაკვალევზე?! Write e-mail
07.03.2011 10:50

ქვეყანაში სამეცნიერო და მოქალაქეობრივი პატიოსნების დეფიციტია!

ნიკო ნიკოლაძე (1843-1928): ,,საზოგადოებისა და ლიტერატურის ნორმალური ზრდის დროს ყოველი ახალი თაობა იმით არის უფრო ნაყოფიერი წინამორბედზე, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე სარგებლობს წინაპრების შრომის ნაყოფით. მომარაგებულია იმათი დაგროვილი ცოდნით. გაძლიერებულია იმათი მემკვიდრეობით და შემდგომ გზას იწყებს იმ პუნქტიდან, სანამდე მამებმა მიაღწიეს. ასეა ცივილიზებულ ადამიანებში. წერა-კითხვის უცოდინარ ველურებში კი ყოველი ახალი თაობა ასპარეზზე ტიტველი, დედიშობილა გამოდის, სრულებით უცოდინარი წინაპართა საქმეების, ამოცანების და გამოცდილებისა. გამოდის მხოლოდ იმ ღატაკი მარაგით არეულდარეული ცნებებისა, რაც ზეპირგადმოცემით ერგოთ მამებთან საუბარში და უფრო მეტად ბებიების ზღაპრებით. ამის შემდეგ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ მემკვიდრეობითი პროგრესი“.

ვრცლად...
 
მოულოდნელი კითხვები?! Write e-mail
29.11.2010 21:09

ქართული მასმედია ყოფითი აზროვნების განზომილებაში

ქართული საზოგადოებრივი აზრი, როგორც საუკუნის წინათ, ისევ გაურკვევლობაშია. ვერ გაუთავისებია, რომ სახელმწიფოს სიძლიერე მისი შინაგანი რესურსების მობილიზებითა და გონივრული გამოყენებითაა მხოლოდ შესაძლებელი. ინტელექტუალური რესურსების არსებობაც ეჭვის ქვეშ დაუყენებია. არ ეძებს. უკვე არსებულს – არაფრად აგდებს. ,,ისევე როგორც საუკუნის წინათ, ქვეყნის გარეთ ეძებს ხსნასა და საშველს’’ (ნოდარ ჭითანავა). სახელმწიფოებრივი გონება-საზრის მოდუნებული და (უპირველესად ამის გამო) გასაჭირში მყოფი ერისათვის, განათლება და მეცნიერება ერთადერთი იმედია და თუ მეცნიერთა აზროვნება დავიწროებულია იმდენად, რომ ეროვნული განვითარების ერთიანი ღერძის საჭიროების გააზრება ქვეყნის შიდა პრობლემად იქცა (და, საერთო აღიარებით, ასეცაა), გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს კრიტიკულ სიტუაციასთან, ამ ცნების ილია ჭავჭავაძისეული (და მის თანამოაზრეთა) გაგებით, თორემ ყოფითი აზროვნების მქონე, ქართულენოვანი მასა რომ კარგა ხანს გაჰყვება კაცობრიობის შარაგზას, ამას საქართველოს ისტორიის ნაკლებად სასახელო ეპოქებიც ნათელყოფენ. ,,მაიას ცივილიზაცია დაიღუპა, მაიას ხალხი კი დღესაც აგრძელებს არსებობას“ . . . გვატემალის ჯუნგლებში.

ვრცლად...
 
ცოდნისმიერი ეკონომიკა - საქართველოს მომავალი Write e-mail
07.10.2010 13:04
“არსებობენ ქვეყნები - უახლესი შეიარაღებით აღჭურვილი არმიით და ...
თოხითა და ხელის გუთნით მომუშავე მწარმოებლებით”
გაერო-ს ანგარიშებიდან


ინოვაციური ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი ცნებები

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში დღემდე მინერალური ნედლეული, შავი ლითონების ჯართი დომინირებს. საექსპორტო კალათაში მხოლოდ რამდენიმე დასახელების დამუშავებული საქონელია. მეცნიერებატევადი (Science intensive) და შრომატევადი (labour intensive) პროდუქცია და მომსახურება, ექსპორტში საერთოდ არ გვხდება. ქვეყნის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად, უცხოელი ექსპერტები, თავიანთ რეკომენდაციებში, საექსპორტო პროდუქტების მრავალფეროვნების გაფართოებას გვირჩევენ.

ვრცლად...
 
ინოვაციური ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალობა Write e-mail
24.09.2010 12:26
"რსებობს მხოლოდ ორი უსასრულობა: სამყარო და უგუნურება..."
ალბერტ აინშტაინი

კავკასიის ურთულესი რეგიონის ისტორიული ტრადიციებით დატვირთული, პოსტსაბჭოთა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის წინაშე აღმართულ პრობლემათა კავკასიონს, გაზარმაცებული ქართველის გონება, თვალს ვერ უსწორებს. შიში დაუფლებია. პრობლემათა ხლართში მთავარი ძაფის გამორჩევა ვერ მოუხერხებია. ისევ საბჭოური აზროვნების სტერეოტიპებში დაბრუნებას ლამობს. საქმეში ჩახედულები ჩვენ გარეშეც კარგად აცნობიერებენ, რომ ინდივიდისა და მთლიანად საზოგადოების ყოფით სირთულეებს, თავისუფალი აზროვნების მქონე ინდივიდებისაგან შემდგარი საზოგადოების არ არსებობა განაპრობებს. სოციალური თანასწორობის და განათლების პრობლემებზე საუბრისას, უილიამ გოდვინი (William Godwin 1756-1836), ჯერ კიდევ 1793 წ. გამოცემულ თავის ცნობილ წიგნში აღნიშნავდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს განათლება და მთავრობა.

ვრცლად...
 


გვერდი 1 დან 2
ბანერი