განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა არქიტექტურა & დიზაინი სენსაციური აღმოჩენა
ბანერი

სენსაციური აღმოჩენა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1031 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ალავერდის მთავარ ტაძარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ათცამეტთაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ნეშტი არა ალავერდის ტაძარში განისვენებს, როგორც ეს აქამდე ითვლებოდა, არამედ - ტაძრის კედელში.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, არქეოლოგიური კვლევის დროს, ალავერდის წმინდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში, ასურელი მამის - იოსებ ალავერდელის საფლავი აღმოჩნდა.

“დღემდე ითვლებოდა, რომ ალავერდის ლავრის დამაარსებელი – იოსებ ალავერდელი საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იყო დაკრძალული, თუმცა ეს საფლავი მხოლოდ სიმბოლური გამოდგა. როგორც გაირკვა, ნეშტი არ განისვენებდა შიგნით. აღმოჩნდა, რომ XV საუკუნეში წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რადგან შემოსვებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ”, - განმარტა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის დროს ეს კედელი გაიხსნა და გამოჩნდა, რომ მოწყობილია სამეფო რანგის საფლავი. გაკეთებულია ლუსკუმა, რომელიც ქვის კედლებიან სამარხში დევს. სამარხის კედლები კი, სხვადსახვა ფერის ქვით არის გაწყობილი და ჩუქურთმებით შემკული. საფლავს აქვს სარქველიც, რომელიც იხსნება გვერდიდან, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონოდათ, ნეშტისთვის პატივი მიეგოთ. ისეთი საფლავი, რომელიც შემორჩენილი იყოს თავდაპირველი სახით, მეორე არ მახსენდება”, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

თავად საფლავი XI საუკუნისაა. როგორც ჩანს იგი, ტაძარში იდგა და მოგვიანებით კედელში ჩააყოლეს. მის ადგილზე კი სიმბოლური საფლავი დაიდგა. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე წელია, მიმდინარეობს. წელს დაიწყო კომპლექსის მთავარი, წინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. ტაძრაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს კონსტრუქციებს გამაგრებას, ფასადების აღდგენას და არქეოლოგიურ კვლევას.

 

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი