განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> კულტურა არქიტექტურა & დიზაინი იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს
ბანერი

იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 580 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა.

"კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.

25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში გასული ერთი წლის განმავლობაში. მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით.

კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც.

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით ("შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში"). იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს "საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში". ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ.

ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი