
მეცნიერული თუ მხატვრული შემოქმედება ადამიანის ყოფიერების, მისი კულტურის საფუძველია, ყველა იმ მატერიალურ თუ სულიერ ღირებულებათა წყაროა, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია თავისი არსებობის მანძილზე. ბუნების შემსწავლელი მეცნიერებანი მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოების ცხოვრების წინსვლასა და მსოფლიოს განვითარებასთან.
ქართველი ერის გამოჩენილ მეცნიერ-ხელოვანთა შორის თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფილოსოფიურად მოაზროვნე, მუსიკალურ საზოგადოებაში წარმოჩენილი საზოგადო მოღვაწე რამაზ გახოკიძე.
ცნობილი მეცნიერ-ქიმიკოსის და დიდი პიროვნების აკაკი გახოკიძის შთამომავალი ღირსეულად ატარებს მეცნიერისა და მამულიშვილის სახელს. ოჯახური ტრადიციის გათვალისწინებით პროფესიის არჩევა არ გასჭირვებია... მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში მის მიერ განვლილი გზა საოცრად იღბლიანი და წარმატებულია. დაუღალავმა შრომამ და რუდუნებამ ქიმიკოს-მეცნიერს არა ერთი ჯილდო თუ აღიარება მოუტანა.
პროფესორ რამაზ გახოკიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ბევრი დაწერილა: მისი მნიშვნელობა აღწერილია საქართველოს და უცხოეთის მრავალ ენციკლოპედიასა თუ ცნობარში. მეცნიერის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბიოპრეპარატები დანერგილია სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში.
ამჟამად, ჩვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მეცნიერის ხელოვნებისადმი, კერძოდ, მუსიკისადმი დამოკიდებულებაზე.
ბატონმა რამაზმა წარჩინებით დაამთავრა მე-9 მუსიკალური სკოლა, შემდეგ I მუსიკალური სასწავლებელი. მუსიკა იყო თანმდევი მისი ყოველი წარმატებისა სამეცნიერო კვლევებისას თუ უნივერ¬სიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის ჟამს.
საერთოდ, „მშვენიერებისადმი ლტოლვა უფრო მიზანდასახულსა და ამაღლებულს ხდის ჩვეულებრივ მოკვდავთ“. სიცოცხლე ბუნების განვითარების უმაღლესი მწვერვალია. მისი მატერიალური საფუძველი კი ცილაა. ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ცილა სპეციფიკური და განსხვავებულია, რაც ორგანიზმთა ინდივიდუალურ თავისებურებებს განაპირობებს. ცილებს მიეკუთვნება მრავალი ჰორმონი და ფერმენტი, რომლებიც აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეაქციებს.
ძალზე ძნელია ცოცხალი მატერიის განვითარების და მთლიანობის პროცესი წარმოსახო მუსიკის ენით.
მის უზადო ნიჭიერებასა და მუსიკალურობაზე მიგვანიშნებს რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. მას ეკუთვნის 100-მდე ვოკალური, საგუნდო, ინსტრუმენტული და სიმფონიური ნაწარმოებები; მეცნიერული კულტურის საერთაშორისო ცენტრის (მსოფლიო ლაბორატორიის) ჰიმნი (გამარჯვებულია კონკურსში); სავიოლინო კონცერტი; სიმებიანი კვარტეტი (გამარჯვებულია კონკურსში); სიმფონიური სურათი „ოლიმპიური ცეკვა“; რომანსები, რომლებიც სრულდება მსოფლიოს სხვა¬დასხვა ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, რუსეთი და სხვ.); გამო-ცე¬მული აქვს კომპაქტდისკი უცხოეთში.
მის სიმღერებს კი ასრულებდნენ ჩვენი სასიქადულო მომღერლები: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, მედეა ძიძიგური და სხვები.
ქიმიური ფორმულების სიმფონია ცალკე ფენომენია და ეს არ არის უბრალოდ ნათქ-ვამი... წლების წინ მეცნიერმა ცილების ,,მუსიკალური" გაშიფრვა შეძლო.
ცილის გიგანტური მოლეკულები ორი ათეული ამინმჟავითაა აგებული. მათი სპეციფიკურობა შეიძლება შეედაროს მუსიკას, რომელიც ბგერათა გარკვეული თანამიმდევრობით იქმნება.
რამაზ გახოკიძის ვარიაცია ცილაზე ისევე იცავს მუსიკალურ ბგერათა კანონ¬ზო-მიერებას, როგორც ცილას – პოლიპეპტიდურ ჯაჭვში ამინმჟავათა რაოდენობა, სტრუქტურა და თანამიმდევრობა.
მუსიკოსმა ცილების შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ამინმჟავას განსაზღვრული მუსიკალური ბგერა შეუსაბამა.
|
ამინომჟავები |
შემოკლება ლათინური |
მუსიკალური ბგერები |
|
|
გლიცინი |
GLI |
დო |
|
Asp-Ser-Gly-Pro-Tyr-Lys-Met-Glu-His-Phe-Arg-Try-Gly-Ser-Pro-Pro-Lys-Asp
აქ წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის პირველადი ფრაგმენტის სტრუქტურა. მისი შესატყვისი მელოდიის ჰარმონიზაციით ავტორმა მიიღო ნაწარმოები ფუგის სტილში.
„მაშინ არ დამიჯერეს და, წლების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე საუკუნის სენსაციად მოინათლა ,,მუსიკალური" კოდის გაშიფრვის პრინციპი, რომელიც დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე", - ამბობს მეცნიერი და გვიხსნის, რომ ყველა ადამიანს თავისი მუსიკალური კოდი აქვს და რომ კომპიუტერის მეშვეობით მისი გაშიფვრა შეიძლება: ამ პრინციპით წინასწარ ისაზღვრება - რა დაავადებისადმი აქვს ადამიანს მიდრეკილება. "მედიცინა ამ დიაგნოსტიკურ საშუალებას ჯერ კიდევ ვერ ფლობს, მე კი ამას სცენარში, ანუ პარტიტურაში ვკითხულობ და ესაა ადრეული დიაგნოსტიკა. ამავე მეთოდით შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ფსიქოტიპიც... თუ, მაგალითად, თქვენი ცილა ჟღერს როგორც ,,ჩაკრულო", ხოლო პარტნიორისა - რო-გორც მძიმე როკი, შეუთავსებელი ხართ", – განმარტავს ბატონი რამაზი.
უნივერსიტეტის 50 წლისთავისადმი მიძღვნილმა ჰიმნმაც (რამაზ გახოკიძის ავტორობით) იმ კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც თავად რევაზ ლაღიძემ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. ეს ჰიმნი უცხოეთის უნივერსიტეტებშიც სრულდება.
რამაზ გახოკიძის ნაწარმოებები შეტანილია სან-ფრანცისკოს მსოფლიოში აღიარებული "ალექსანდრეს სიმებიანი კვარტეტის” 21-ე საუკუნის პროგრამაში. ნაწარმოების შესახებ „ალექსანდრეს სიმებიანი კვარტეტის” ხელმძღვანელმა ა. ვილსონმა განაცხადა: "ეს ფანტასტიკაა... ეს ქართული ტემპერამენტია“ .
ამერიკის სახელგანთქმული კვარტეტი რამდენიმე წლის წინ სტუმრობდა თბილისს, კონცერტის წამყვანი კი თავად მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, რომელმაც ასე გახსნა საღამო: „ისეთი წარუმატებელი, როგორიც მუსიკაში მე ვიყავი, ძნელია სხვა მო¬იძებნოს, მაგრამ როგორც კარგი მსმენელი, სიამოვნებით ვასრულებ კონფერანსიეს მისიას“... ეს კონცერტი, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება ჩვენს მუსიკალურ საზო¬გა-დოებას.
არ არსებობს რაიმე ეროვნული თუ საერთაშორისო მოვლენა, რომელსაც ბატონი რამაზ გახოკიძე არ ეხმიანებოდეს. რამდენიმე ხნის წინ, იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული ეროვნული ტრაგედიის გამო, იაპონიისა და იაპონელი ხალხისათვის სოლიდარობის გამოხატვის აღსანიშნავად, 14 მარტს, სტუ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული კლასიკური მუსიკის სტუდიის გალა კონცერტი გაიმართა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საოპერო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებლებმა, სადაც ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის გვერდით რ. გახოკიძის ნაწარმოებებიც ჟღერდა.
XXI საუკუნის მსოფლიო მოაზროვნეთა გვერდით სამართლიანად მოიხსენებენ ბატონ რამაზ გახოკიძეს, როგორც დიდ მეცნიერს მუსიკოსთა შორის და დიდ მუსიკოსს მეცნიერთა შორის...
მაია ნუცუბიძე,ქიმიის დოქტორი

















