ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული, მთელი ცხოვრებაა ვოცნებობთ, ეს ოცნებაა ქართული , - ამ სიტყვებით იწყება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი "ქართული ოცნება", რომელიც facebook-ზე გავრცელდა.
"გირჩევ შემეგუო, მოვედი დიდი ხნით.... სცენარი შევცვალე პუბლიკა შოკშია... ეს არის ფრაზები, რომელსაც ბერა ივანიშვილი ახალ სიმღერაში იყენებს. კლიპის ქრონომეტრაჟი 3.18 წუთია.
სიმღერა სრულდება სიტყვებით - მოვიდა დრო, ერთად დავდგეთ, მომავალი ჩვენია, ავიხდინოთ ქართული ოცნება. კლიპის დასასრულს კი ეკრანზე ჩნდება სიტყვები - კლიპის ფინალი საქართველოს მოსახლეობის ხელშია. რამდენიმე წამში კი მას მოსდევს ბერას მამის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები: "შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა, ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, მთელს მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ ქართული ოცნება. ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო".
საინფორმაიცო სააგენტოინტერპრესნიუსი















