განახლდა:07:02:38 AM GMT

ბანერი

გუჯას

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1421 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

 

შენი საფლავი არავინ იცის,

ტალღა ეხლება რისხვით ნაპირებს.

იქნებ, არც გფარავს საბანი მიწის,

რისთვისაც უხმოდ თავი გასწირე.

 


იბრძოდი და არ ითხოვდი რამეს,

ყველგან სატანის დუღდა გენია.

მძიმედ დაჭრილი გტანჯეს, გაწამეს,

მოგკლეს - კვნესაც კი არ დაგცდენია.


ვერ დაგაჩოქეს გიმსხვრიეს ძვალი,

არ მოიხარე მტრების წინ ქედი.

შენ მოხდილი გაქვს საქვეყნო ვალი,

გადგას მარადის შარავანდედი.


ჩვენ რავქნათ, ვინაც ცოცხლები დავრჩით,

შენი ბედი ვერ გავიზიარეთ.

სულს გვხდის გამცემი, პირმოთნე, ჩარჩი,

დრო კი გვიმატებს წყლულებს, იარებს.


შენ უკვე არსად აღარ გელიან,

ვერავინ გნახავს მელოტს და მიხრწნილს.

შენი გზა ჩვენთვის სანატრელია,

ყველაფერი სჯობს შიშილით სიკვდილს.


არავინ იცის, როგორ გაწამეს,

დუმან სხივების სილუეტები.

სივრცემ გაგიხსნა ბროლის სამარე,

ცას მიწისავით არ ემეტები.

 

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი