მოკლე, ბიოგრაფიული მონაცემები და შემოქმედების მიმოხილვა:
დავიბადე 1952 წლის 1 იანვარს ბორჯომში. დავამთავრე მე-100 საშუალო სკოლა. 1970-1972 წლებში ვიმსახურე საბჭოთა არმიის რიგებში. 1980 წლიდან ვმუშაობ ავტოგენით სპილენძის დამუშავებაზე. შესრულებული მაქვს კომპოზიციები ძველი თბილისის თემებზე. მეტალზე გამოყენებული მაქვს შეფერილობა, რაც ნამუშევარს სრულყოფას ანიჭებს. ვმონაწილეობდი მრავალ გამოფენაში როგორც საქართველო, ასევე უცხოეთში, კერძოდ:
- 1990 წელს - ჰელსინკში.
- 1991 წელს - ჰელსინკში.
- 1997 წელს - თბილისში.
- 1998 წელს - თბილისში.
- 2000 წელს - მოსკოვში.
- 2001 წელს - მოსკოვში.
- 2002 წელს - მოსკოვში.
- 2004 წელს - მოსკოვში.
ვარ ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი (2005-2006)
















