თემო გოცაძე 34 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი სამხატვრო გაერთიანებების წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. 1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, ხოლო შემდეგ მთავარი მხატვარი გახლდათ..
1983-1995 წლებში იყო მხატვრის სახლის დირექტორი. 1988-2005 წლებში კი საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების “სურათების ეროვნული გალერეის” გენერალური დირექტორი..
თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვით ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში იტალიაში, აშშ-ში, მექსიკაში, ირანში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში.
XXI საუკუნემ სრულიად ახალი ესთეტიკა მოიტანა. შეიცვალა როგორც მხატვრობისადმი მიდგომა, ასევე თავად შემოქმედთა ხედვა და მისწრაფებები.. თანამედროვე ეპოქის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ძლიერი ხაზი, სწორედ XX საუკუნის გამორჩეული ინდივიდების შემოქმედებაზე გადის, რომელთა დიდი ნაწილი კონცეპტუალურად განსხვავებული მიდგომითა და მათთვის ჩვეული სახვითობის დაცვით მუშაობს. მათი შემოქმედების ახალ ეპოქასთან მიმართებითი ანალიზი კი ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით ძალზედ საინტერესო საკითხია.
თეონა ჯაყელი
















კომენტარები