განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ფოტოგრაფია ფოტოკონკურსი "ქოლგა"
ბანერი

ფოტოკონკურსი "ქოლგა"

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2630 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
ევროპის
საერთაშორისო დღეს, 8 მაისს მთაწმინდის პარკში ფოტოკონკურსიქოლგაგაიხსნება
. გახსნის ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიანკონკურსის პარტნიორია საერთაშორისო ფოტოკონკურსი Lee make history. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  20 ნამუშევარი მათი კოლექციიდან. ასევე, 101 საუკეთესო საკონკურსო ექსპონატი. კონკურსის თემა თავისუფალია. გახსნის შემდეგ ფოტო-ექსპოზიცია ერთი კვირით გადაინაცვლებსქარვასლისსაგამოფენო დარბაზში, სადაც ფოტოების დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. დაჯილდოების ცერემონია 14 მაისს TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. საპრიზო ფონდი  5000 ლარი  კონკურსის 5 გამარჯვებულზე თანაბრად გადანაწილდება.

კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაწესებულია არასაკონკურსო პრიზიც – „ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, რომელიც ღვაწლმოსილ ფოტოგრაფს გადაეცემა.

ასევე, დამზადდება მაღალი ხარისხის ფოტოკატალოგი, რომელიც დაურიგდებათ ფესტივალის მონაწილეებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

პროექტის განხორციელებაში ორგანიზატორებს თბილისის მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სტუდიაფოტოსამყარო“, „თიბისი ბანკიდა სხვა ორგანიზაციები ეხმარებიან.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"  
Share

კომენტარები 

+1 # ანუკა 2010-03-27 21:19  
როგორ უნდა გავაგზავნოთ ფოტო საკონკურსოდ? ციტირება
 
+1 # დავით 2010-03-26 15:55  
როგორ გამოვაგზავნოთ ფოტო საკონკურსოდ ქოლგა 2010-ზე? ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი