განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა ფოტოგრაფია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეს ფოტოგამოფენით აღნიშნავს
ბანერი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეს ფოტოგამოფენით აღნიშნავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1691 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეს ფოტოგამოფენით აღნიშნავს. ეს დღე მთელს ევროპაში 1950 წლის 9 მაისის მოსაგონებლად აღინიშნება.

როგორცინტერპრესნიუსსევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, გასული კვირების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ოთხივე რეგიონალურ ოფისში, ევროკავშირის დღე საზოგადოებასთან ურთიერთობაზე მიმართული საინტერესო ღონისძიებებით, კონფერენციებით და პრეზენტაციებით აღნიშნა

9 მაისს სასტუმროქორთიარდ მარიოტშიგამოიფინება ბავშვების ნამუშევრები, თემაზე: „ჩემი სახლი ფოტოსურათებში“.

თბილისის, გორის, ხაშურის და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებთან მდებარე რაიონების მოშორებულ სოფლებსა და პატარა ქალაქებში მცხოვრებ ბავშვებს მისიის დამკვირვებლებმა დაარიგეს ერთჯერადი გამოყენების ფოტოაპარატები და ბავშვებს მათი სახლის, ყოველდღიური ცხოვრების, ოჯახისა და სკოლის ფოტოების გადაღება სთხოვეს. თემის საუკეთესოდ ამსახველი ნამუშევრები დღეს გამოიფინება.

საინფორმაციო სააგენტო

"ინტერპრესნიუსი"

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი