ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ეკლესია სახელმწიფოს ინიციატივას ართმევს
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების დაბრუნების საქმეში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის 5 ოქტომბრის განცხადება.
ეკლესიის მოწოდებით მრევლი 12:00 საათიდან სამებაში შეიკრიბება
დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ყველა მოქმედი ტაძრიდან მრევლი, მოძღვრებთან ერთად, მშვიდობიანი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრება . სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას განცხადებით, სამღვდელოება და მრევლი კიდევ ერთხელ მოითხოვს, უარი თქვას ხელისუფლებამ 5 ივლისს მიღებულ კანონზე, რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ.
მეუფე ზენონი - ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე
ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია არც საქართველოში ვიქნებით და არც არსად , – ეს განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა გააკეთა.
პარლამენტმა საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი დაამტკიცა
საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა.
აუცილებელია, რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა შეჩერდეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.
ნაზარეთში სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება
ახლო აღმოსავლეთში კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსანი წარმომადგენლის ცნობით, ნაზარეთში ანუ იმ ქალაქში, სადაც სახარების თანახმად იესომ ახალგაზრდობა გაატარა, სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება. ნაზარეთის ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლების მასიური ემიგრაცია ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ისლამისტებთან ურთიერთობების გაუარესება გახლდათ, რაც თავის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ ისლამისტებმა ქალაქის მთავარ ეკლესიასთან ახლოს მეჩეთის აშენება სცადეს.
საპატრიარქო ხელისუფლებას შუამდგომლობით მიმართავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელისუფლებას შუამდგომლობით მიმართავს, რუსთაველზე აქციის დაშლისას დაპატიმრებულთა მიმართ სასჯელი ლმობიერი იყოს . საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მომხდარს ორი ადამიანი ემსხვერპლა და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულთა ოჯახებს.
გიორგობა
The Polity News ყველა ქრისტიან მართლმადიდებელს მიულოცავს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
მეტი სტატიები...
გვერდი 1 დან 6


რელიგია















