განახლდა:07:02:38 AM GMT

ბანერი

გიორგობა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2554 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

The Polity News ყველა ქრისტიან მართლმადიდებელს მიულოცავს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

Share

კომენტარები 

0 # სალიკუნა 2011-11-24 21:06  
მოგვიანებით გილოცავთ ყველას,ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ინფორმაციისათვი ს იქნებ საქართველოში მცხოვრებ შხვა ერის წარმოადგენელზე მიპოვოთ ინფორმაცია?გულითადად გთხოვთ.:) ციტირება
 
0 # fiqria 2011-10-13 20:21  
zalian kargi informaciaa ციტირება
 
0 # fiqria 2011-10-13 20:19  
gilocavt giorgobas madloba aseti kargi dgesascaulis shesaxeb aseti kargi informatsia rom dadet tqvens saitze. ციტირება
 
+1 # ანი ლობჟანიძE 2010-11-24 02:50  
გილოცავთ ყველას გიორგობას უღრმესი მადლობა იმპორმაციისტვიი ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი