დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულით ხსნილდება რამდენიმე კვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც წელს 31 მაისს დაიწყო.
პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც "თავთა მოციქულთა". ისინი ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ.
წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთგვარი სულიერი მსგავსებაა. ისინი ერთდრულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.




















