განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> კულტურა რელიგია დღეს გერგეთობაა
ბანერი

დღეს გერგეთობაა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 637 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

დღეს გერგეთის სამების დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მშობლიურ მხარეს, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიას სტუმრობს.

 

ილია მეორე დღეს საღმრთო ლიტურგიას სტეფანწმინდის რაიონის სოფელ გერგეტში, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. კერძოდ, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს ეგუდიელთან; ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრისთან; ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოს პეტრესთან და ცურტავის ეპისკოპოს იაკობთან ერთად.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. ტაძარი სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქმა 1980 წლის 16 ივლისს, გერგეტის სამებაში წირვისას, ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ გერგეტის სამებობას სრულიად საქართველო ზეიმობს. ტრადიციულად, დღესასწაულთან დაკავშირებით მომლოცველები გერგეტზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან.

17 ივლისს კი, სოფელ სნოში, საზღვართან, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნება.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი