განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა რელიგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობი დღეს მოგილოცავთ
ბანერი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობი დღეს მოგილოცავთ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1108 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

დღეს, მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში წირვას აღავლენს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი