განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა რელიგია ფარისევლები და პატრიარქი
ბანერი

ფარისევლები და პატრიარქი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1936 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოში ლიბერალიზმი და ტოლერანტობა უკუღმა ესმით.

ამერიკაში 300 000-მდე რელიგიური ორგანიზაციაა ოფიციალურად რეგისტრირებული. მათ შორის სატანისტური ეკლესიებიც გვხვდება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული საინტოლოგიის ტოტალიტარული სექტაც და მორმონების უმდირესი რელიგიური ორგანიზაციაც, რომელიც სხვათაშორის ამერიკის კანონმდებლობით აკრძალული პოლიგამიის პროპაგანდას და პრაქტიკას ეწევა.

გარდა ამისა ამერიკაში თავისუფლად მოქმედებენ აშკარად რასისტული, ფაშისტური ორგანიზაციები და თეთრი რასის უპირატესობის მქადაგებელი სკინჰედების ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამფის“ სქელტანიანი გამოცემა და ამის გამო, თქვენ არავინ მიგცემთ პასუხისგებაში, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში გარანტირებულია სიტყვის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნის თავისუფლება. აქ საკუთარი შეხედულებების გამოთქმისთვის არავის იჭერენ. რა თქმა უნდა, ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი სექტების და პოლიტიკური ორგანიზაციების იდეები, მაგრამ მათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება გააჩნიათ.

უფრო მეტიც, ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების ადგილზე დაგეგმილია უზარმაზარი ისლამური ცენტრის მშენებლობა. ამერიკაში გარანტირებულია სინდისის თავისუფლება. ეს არის დასავლური ლიბერალიზმის და რელიგიური ტოლერანტობის კლასიკური მაგალითი.

სამწუხაროდ საქართველოში ლიბერალიზმი და ტოლერანტობა უკუღმა ესმით. საქართველო არის ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რელიგიური უმცირესობის ლიდერი საკუთარი შეხედულებების გამო ციხეში იხდიდა სასჯელს. ბასილ მკალავიშვილის სექტის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები და მათი სალოცავი სახლის ხელყოფა უპრეცენდენტო მოვლენაა თანამედროვე ევროპის ისტორიაში.

საქართველოს ხელისუფლება ამ ბოლო დროს კიდევ უფრო შორს წავიდა და ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის პირით გვამცნო, რომ თურმე მართმადიდებელ მშობელთა კავშირი ერთადერთი ფუნდამენტალისტური ორგანიზაცია ყოფილა, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობას ქადაგებს საქართველოში და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში თავისუფლად დაპარპაშებდნენ ვაჰაბიტური შეიარაღებული დაჯგუფებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი დიდი ხანია ჯიუტად, მაგრამ უშედეგოდ მოითხოვს ზნეობრივი ნორმების დაცვას ქართულ მედია სივრცეში ამერიკის შეერთებულ შტატების მსგავსად, სადაც კანონი არეგულირებს უხამსი ტექსტისა და პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო მასალის ტრანსლირებას. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხმა აღიმაღლა ილიას უნივერსიტეტში უნიჭო პორნოგრაფიული ნაწარმოების პროპაგანდის წინააღმდეგ და დღეს აღნიშნული პიროვნება თავის თანამოაზრე ახალგაზრდა ქრისტიანებთან ერთად სასჯელს იხდის ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მოწყობილი პროვოკაციის გამო.

სხვათაშორის, ახლახანს ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მონაწილე ქრისტიანული ეკლესიის, საპაქტრიარქოს და წმინდა სინოდის წინააღმდეგ დაწერილი ანონიმური პასკვილის გამხმოვანებლად მოგვევლინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ამ გადაცემის მსვლელობისას აშკარა გახდა, რომ წამყვანი და მოწვეული სტუმარი სრულიად იზიარებენ ანონიმი ავტორის მოსაზრებებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და წმინდა სინოდის წევრთა შესახებ.

ანონიმური წერილის პროპაგანდისტებმა უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს საქართველოს ეკლესიის წინამძღვრებს. პირადად კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დაადანაშაულეს ნეპოტიზმში - საკუთარი ძმისშვილისთვის დაუმსახურებელი მფარველობის აღმოჩენაში. მღვდელმთავრებს ბრალი დადეს ანგარებაში, თითქოს საეპისკოპოსოების რაოდენობის მოსალოდნელი გაზრდა მათ პირადი გამორჩენის მიზნისთვის სჭირდებათ. და ბოლოს ზოგიერთი სასულიერი მოღვაწე დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში, თითქოს ომის დროს საქართველოს თავს დატეხილი რუსული რაკეტები მათ ღვთის წყალობად მიაჩნიათ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ წარსულშიც არაერთი ბრალდება გვსმენია, დაწყებული სუკის აგენტობით, დამთავრებული რელიგიურ ფუნდამენტალიზმში დადანაშაულებით. მაგრამ თუ ეს ბრალდებები აქამდე ინტერნეტის საშუალებით ვრცელდებოდა ფეისბუქზე, ვინმე მამა ბუასილის მეცადინეობით, დღეს „ბუასილისტები“ მთელი საქართველოს მასშტაბით გადიან ეთერში.

სამწუხაროდ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამას აბსოლუტურად გულგრილად უყურებს. დღეს ქართველ ფარისეველთა მთელი არმია, მართმადიდებლობას რომ იჩემებს და სუფრაზე კათოლიკოს პატრიარქის სადღეგრძელოთი იწყებს ღრეობას, მხართეძოზე წამოწოლილი შესცქერის ათასი ჯურის „ბუასილისტის“ პარპაშს, 24 საათის განმავლობაში პრესით და ტელევიზიით ბინძურ ცილისწამებებს რომ ავრცელებენ იმავე პატრიარქის წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით უწმინდესის მიერ გამოხატულ აღშფოთებას გადაცემის ავტორმა გაუგონარი ცინიზმით უპასუხა, რომ თურმე მან ეს გადაცემა საპატრიარქოს წინააღმდეგ კი არა, საპატრიარქოს შესახებ გააკეთა.

ქართველი ხალხის წიაღში წარმოშობილი ვითომდა რელიგიათმცოდნეების წინააღმდეგ ლაპარაკით რომ არ გადაგღალოთ, აი რას ამბობს მათ შესახებ წმინდა წერილი: “და თქვა იესომ: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. ეს რომ გაიგონეს მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს მას: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო და ცოდვაც თანა გაქვთ.“

მიხა გეგეშიძე
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი
Share

კომენტარები 

0 # გიორგია 2011-08-21 03:29  
ეხ რამდენი ქლიავი ცხოვრობს საქართველოში, გარშემო მიიხედ მოიხედეთ ამ ყ ლ ე ვიტომ ლიბერალებმა გაამრავლეს საქართველოში ზანგები, არაბები ჩინელები და ინდოელები. ვიტომ ოსები, სომხები და აზებაიჯანელები ცოტა გვყავს საქართველოში. ეგენი ვინც საქართველოში რიგით ქარტველს ჩაგრავენ იმიტომ რომ გასდით სულ მაგათ დედებს შე ვეცი. ჯავახი სომხები ჯავახეთზე "ნადირობენ" აზერბაიჯანელები მარნეულის ახლომახლო ადგილებზე და ჩვენ ვიყოთ მშვიდად და ლიბერალურად, გავაგრძელოთ ევროპელობანას თამაში. ვაი ასეთი ხალხის ხელში გაფარჩაკებულო საქართველოვ!!!! !!!!!!!
გაიგვიძეთ სადაცაა გადავშენდებით!! !!!!!!
ციტირება
 
0 # ბერგმან88 2011-07-17 13:48  
მომეწონა ეს სტატია მაგრამნ ავტორს ერთი რამ შეშლია ან ვერ გაუაზრებია რომ სწორედ ნაციონალისტური და ფაშისტური მოძრაობების უქონლობის გამო ხდება ამგვარი ლიბერალური პროცესები და ერის გახრწნა ნაციზმი კი ებრძვის ლიბერალ–დემოკრა ტიულ იდიოტობებს ციტირება
 
0 # მამული 2011-03-31 11:16  
საქართველოს მთავრობა თავისი საინფორმაციო გამოშვებებით ტვინის გამორეცხვის რეჟიმში ამყოფეფს ქართველ ხალხს. ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს თუნდაც ამერიკის ხმის ეთერში, ხელისუფლების ხარისხიანი და ობიექტური კრიტიკის გამოთქმის საშვალება! ციტირება
 
0 # მამული 2011-03-31 11:08  
იმ ხალხს მივმართავ ვინც მიხა გეგეშიძეს ჟურნალისტობას უცუნებს თავის კომენტარებში და ფაკტების დამახინჯებას აბრალებს. ცადით ხალხო და "რუსთავი2"-ის და პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებს უყურეთ და იმათ შეუსცორეთ ფაკტები - დამიჯერეთ საქმე არ დაგელევათ! ციტირება
 
0 # მამული 2011-03-31 10:50  
მიხა გეგეშიძე თავისუფალი ადამიანი და ჟურნალისტია. მას ააქვს უფლება დაცეროს თავისი აზრი და გამოხატოს თავისი შეხედულება. სამცუხაროთ საქართველოში ხელისუფლების ობიეკტური კრიტიკაც კი ნერვებს უშლის ჩვენს "დემოკრატიულ" მთავრობას. ციტირება
 
0 # Aravaivai 2011-02-10 15:07  
ციტირება გიორგი:
სხვა სისულელეებს რომ თავი დავანებოთ, იქნებ ფაქტების დამახინჯებისგან მაინც შეიკავოთ თავი?
მორმონების ეკლესია უკვე რამდენიმე ათწლეულია საჯაროდ გმობს პოლიგამიას და სულ ტყუილად აბრალებთ მის პროპაგანდას.

საჯაროდ კი გმობს პატივცემულო "სიმართლის მაძიებელო", მაგრამ გვესტუმრეთ იუტას შტატში და საკუთარი თვალით იხილე მათი მონოგამიური იდილია.
ციტირება:
აგრეთვე ტყუილია, რომ ,,ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების ადგილზე დაგეგმილია უზარმაზარი ისლამური ცენტრის მშენებლობა". მშენებლობა ტერაქტების ადგილზე კი არა, ტერაქტების ადგილთან მახლობლად იგეგმება, მგონი დიდი განსხვავებაა.

ჰოო… გადაცემა პატრიარქის წინააღმდეგ კი არა პატრიარქზეა არა? :)) სასაცილოები იქნებოდით ასე ამაზრზენები რომ არ იყოთ.
ციტირება
 
+1 # მამული 2011-01-02 01:18  
სამწუხაროთ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ტელეარხი თუ საინფორმაციო გამოშვება ხელისუფლების მიერ კონტროლდება და იმართება. ჩემთვის მიუღებელია რომ ეს არხები აგრესიულათ ატარებენ ეროტიზმის, ჰომოსექსუალიზმი ს და პორნოგრაფიის პროპაგანდას არა მარტო მხატვრული ფილმებით არამედ თვით საინფორმაციო გამოშვებებითაც კი. ციტირება
 
+3 # ელისაბედი 2010-12-31 12:47  
როგორც ჩანს სამშობლოს მოღალატეობა,რელ იგიის გათელვა და ფასეულობების გაუკუღმართება ზოგ ტვინ დაჩლუნგებულ "ქართველს" საამაყოდ გაუხდია და რაც უფრო უტოპიურ, ზნე-დაცემულ აზრს გამოთქვამ მით უფრო პოპულარულს გაგხდის საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ამაზე ტაშს გიკრავს. ბერბჭაშვილობა, უკვე დასაგმობად კი არა საამაყოდ გაუხდიათ.
სწორედ ამის წინააღმდეგ აიმაღლა ხმა მიხა გეგეშიძემ, აფერუმ მის გამონათქვამს.
ციტირება
 
+3 # salome 2010-12-31 11:45  
ჩვენდა საუბედუროდ რასაც მიხა გეგეშიძე წერს რეალობაა! მართლაც დიდი საფრთხის წინასშე დგას ჩვენი ქვეყანა. ადრე თუ ჩვენს წინაპრებს ხმლით და აშკარად ებრძოდნენ დღესდღეობით ვითომ დემოკრატები ყველანარი ''დემიკრატიული' საშუალებებით ცდილობებენ ქართველ ხალხში ჩაკლან რწმენა, ეროვნულობა, პატიოსნება! სამწუხაროდ იმდენად შეეგუა კართველი კაცი თავისი საწმუნოების , პატრიარქის, ღირსების შელახვას,რომ არც კი თვლის თავს ვალდებულად ხმა აღიმაღლოს.
საინტერესოა რანი ვიკნებოდით დღეს ჩვენ წინაპრებსაც ასეთი გულგრილობა რომ გამოეჩინათ? დღეს ყველას ქართველობით რომ მოგვაქვს თავი ნეტა რა ენაზე ვისაუბრებდით? ალბათ ჩვენ სშვილებს დედაენის მაგივრად 'საიდუმლო სირობის ' მსგავს წიგნებს , წაუკითხავდით, ამაზე ნუთუ არ დაფიქრებულხართ?
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მიხა გეგეშიძის მსგავსი ქართველები!!!!! !!!!
ციტირება
 
0 # შოთაგ 2010-12-28 04:45  
ამ გამოცემას სარედაქციო პოლიტიკა არ გააჩნია თუ რედაქტორი ყავს წერა-კითხვის უცოდინარი?

ავტორი რომ უვიცია, გასაგებია.
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი