განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა რელიგია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის პოზიცია სტატიაზე - "ფარისევლები და პატრიარქი"
ბანერი

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის პოზიცია სტატიაზე - "ფარისევლები და პატრიარქი"

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1114 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ძვირფასო მკითხველო,

2010 წლის 18 დეკემბერს ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია "ფარისევლები და პატრიარქი", სადაც ავტორი მიხა გეგეშიძე გამოთქვამდა საკუთარ აზრს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ასევე, დაფიქსირებული იყო ავტორის პირადი შენიშვნები საქართველოს ეკლესიის შიგნით მომხდარ და მიმდინარე სხვადასხვა მოვლენაზე.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამ სტატიაში გამოხატული მოსაზრებები არ წარმოადგენდა ჩვენი რედაქციის, "ამერიკის ხმის" ან რომელიმე სხვა ოფიციალური უწყების შეხედულებას და მოსაზრებას.

"ამერიკის ხმა", არსებობის ნახევარსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ინფორმაციის სანდო წყაროს წარმოადგენდა და ამჟამადაც რჩება მიუკერძოებელი, ობიექტური ჟურნალისტური სტანდარტების და პროფესიული ეთიკის დამცველად.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია
ქ. ვაშინგტონი,
26 დეკემბერი, 2010 წელი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი