"ვწუხვართ, იმ ფაქტის გამოც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ერი ამ სახით შეხვდა. იმის მიხედვით, რაც ეკრანზე ვიხილეთ, ნათელია, რომ აქციაზე შეკრებილებმა სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, მაგრამ სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიადგა მომიტინგეებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომიტინგეთა დაშლის დაწყებისთანავე ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, რათა შექმნილი ვითარება შეძლებისდაგვარად განემუხტათ და ხალხის ნაწილი ქაშვეთის ტაძარში შეეყვანათ.
"რამდენადაც ცნობილია, მიტინგზე მყოფთაგან ზოგი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს, ნაწილი კი _ დაკავებულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაპატიმრებულთა გამო შუამდგომლობით მიმართავს ხელისუფალთ, რათა მათ მიმართ სასჯელი იყოს ლმობიერი. ღმერთი სიმართლისა და მშვიდობისა იყოს ჩვენს შორის, ამინ!", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"




















