განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა რელიგია მეუფე ზენონი - ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე
ბანერი

მეუფე ზენონი - ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1925 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია არც საქართველოში ვიქნებით და არც არსად , – ეს განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა გააკეთა.

"როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით: მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია–მონასტრებზე და ნაგებობზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმინდესობასთან შეხვედრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ, როდესაც მოისმინა ეს განცხადება, მას უთხრა, რომ არა გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიიღოთ სტატუსი, თუმცაღა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები სომხეთში ქართული ეპარქიისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ. და მაშინ ასეთი რამ მოხდა, რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წუთებში მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, აი, ამ შეთანხმების", – განაცხადა მეუფე ზენონმა.

მისივე თქმით, გარეგინ მეორის ვიზიტს ცოტა ხანში მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის ვიზიტი. მეუფე ზენონის აზრით, ეს ვიზიტი სწორედ "ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა".

"სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში მიზანს ვერ მიაღწია, როგორც მას ჰქონდა დასახული, მაგრამ მან მიაღწია ხელისუფლების საშუალებით... როდესაც სომხეთის პატრიარქი დაბრუნდა სამშობლოში, მის ვიზიტს საქართველოში მოყვა ძალიან უარყოფითი გამოხმაურება სომხურ წრეებში და ასეთი ტერმინითაც იყო ასახული, რომ გამარჯვებული ვერ დაბრუნდა სომხეთის პატრიარქი", _ აღნიშნა მეუფე ზენონმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიები არ ითხოვდნენ საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მინიჭებას.

"დღევანდელი სტატუსის შესახებ, როდესაც გაჩნდა მოცემულობა, აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის კურსში. უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი არ ჰქონდა მოთხოვნაში, მას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ის საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, უნდოდა ამ სახით დარეგისტრირება საქართველოში.

ბაპტისტურ–ევანგელისტურ ეკლესიას, ასევე, არ მიაჩნდა და არ მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო სტატუსი, მას თავისი ხედვები გააჩნია", _ განაცხადა მეუფე ზენონმა.

საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა.

პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

"სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ როგორც მეორე, ისე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

interpressnews.ge
Share

კომენტარები 

0 # giorgi 2011-09-29 18:39  
რწმენა და უფალი თუ გადაარჩენს საქართველოს , მეტი არაფრის იმედი მაქვს… ციტირება
 
+1 # ნუგზარი 2011-07-07 19:25  
ეკლესიის საქმე გადაწყვიტო ისე რომ ეკლესიას არ კითხო ეს ბეცობაზე უარესია… ამს ალბათ უფრო ქურდობა ქვია… ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი