განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> კულტურა რელიგია ეკლესიის მოწოდებით მრევლი 12:00 საათიდან სამებაში შეიკრიბება
ბანერი

ეკლესიის მოწოდებით მრევლი 12:00 საათიდან სამებაში შეიკრიბება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1232 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ყველა მოქმედი ტაძრიდან მრევლი, მოძღვრებთან ერთად, მშვიდობიანი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრება . სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას განცხადებით, სამღვდელოება და მრევლი კიდევ ერთხელ მოითხოვს, უარი თქვას ხელისუფლებამ 5 ივლისს მიღებულ კანონზე, რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ.

"ქართველი ერი მტერს თუ მოღალატეს ყველაფერს აპატიებს, მაგრამ სარწმუნოებასთან ჭიდილს და კონფლიქტს - არასდროს. ის, რაც ახლა ხდება, ქართველი ერის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება. ჩვენ, სამღვდელოება მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სანამ დროა გონს მოეგონ, საჯაროდ შეინანონ და ამით საუკუნოვან რისხვას აიცდენენ. გამოფხიზლდნენ და დადგნენ იქ, სადაც ქართველი ერი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დგას", - აცხადებს დეკანოზი.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მრევლს მოუწოდებს, თავიანთ მოძღვრებთან ერთად დაიძრან მოქმედი ტაძრებიდან და 12:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ. "დღეს ალბათ, ერი და ბერი ერთად დადგება და ქართველი ერის კონსოლიდაცია მოხდება - მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი შედგა. ზოგი ჭირი მარგებელია", - ამბობს მღვდელმსახური.

რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონი მრევლმა გუშინ ქაშუეთის ტაძართანაც გააპროტესტა. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების ტაძრამდე მსვლელობა დაიწყო. მსვლელობას წინ მიუძღოდნენ სტიქაროსნები და მგალობლები, სხვადასხვა ეკლესიის ტაძრების მღვდელმსახურნი. აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

როდესაც მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან მივიდნენ, ტაძარში ზარები დაირეკა. მრევლი პატრიარქმა დალოცა. აქციის მიზანი მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა იყო. მისი მონაწილეები პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელდა.

interpressnews.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი