განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> კულტურა თეატრი & კინო
ბანერი

თეატრი და კინო

გარდაიცვალა მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე

ელ-ფოსტა ბეჭდვა

მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკაში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა . რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.

ანჯელინა ჯოლიმ სირიელი ლტოლვილები მოინახულა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი თურქეთში სირიელ ლტოლვილებს შეხვდა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი თურქეთის საზღვარზე ჩავიდა სირიელი ლტოლვილების მოსანახულებლად.

თეატრალური განთიადის წინ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
თავი პირველი

1900-1901-1902 წ.

სამზადისი

ქართულ მუდმივ სცენას ბედმა წილად არგუნა ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლება და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის მოტანა ჩვენი ქვეყნისათვის, რისთვისაც ერი და ქვეყანა დიდი პატივისცემით და ღრმა სიყვარულით მოიგონებს მას.

ვ,გუნია

1879 წელს განახლებულ ქართულ თეატრს, ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ, ამოცანად ენის გადარჩენა და ერის გამოფ- ხიზლება დაუსახა. ეს იდეა იყო თეატრის მამოძრავებელი ძალა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, თეატრის დროშა და გზის მაჩვენებელი. ამიტომ ქარ თული თეატრი მუდამ იყო ეროვ ნული დაწესებულება, ამ სიტყვის ფართო გაგებით (მოგ ვიანებით, 1918 წელს, ვ.შალიკაშვილი იტყვის კიდევაც "ჩვენ მაშინდელი მსახიობები უფრო პოლიტიკური მოღვაწენი ვიყავითო"). ამან კი მკაცრად განსაზღვრა ქართული თეატრის პროფილი, განსაკუთრებით სარეპერტუარო პოლიტიკა, შესაბამისად, თავისებურება და თუ გნებავთ სპეციფიკაც. ეროვნული პათოსი, რაც ასე თანხმიერი იყო საზოგადოების სულისკვეთებასთან, - გარკვეულწილად განსაზღვრავდა ამ თავისებურებას. ამიტომ უწოდა ნ.ხიზანიშვილმა ჩვენს თეატრს "ეროვნული კათედრა". ამიტომაც თეატრის გარშემო მუდამ მოწინავე საზოგადოება, ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი იყრიდა თავს და ვისაც როგორ შეეძლო ზრუნვას და სიყვარულს არ აკლებდნენ მშობლიურ თეატრს, ეროვნულ ტაძარს, სადაც ქურუმებივით თავდაუზოგავად იღწვოდნენ საზოგადოების კერპები, ხალხის საყვარელი მსახიობები. და როცა განახლების სიომ დაჰქროლა, - ზოგი მათგანი და თეატრი წინ აღუდგნენ ამ სიახლეს, რათა პირვანდელი სახით შეენარჩუნებინათ "ეროვნული კათედრა", რადგან არავინ უწყოდა თუ რას უქადდა თეატრს და მის მსახიობებს ეს სიახლე, რომელიც ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდებოდა მათ.

ელ-ფოსტა ბეჭდვა
ნაწილი პირველი

წ ი ნ ა დ ღ ე
პირველი ქართული დრამატული დასი.

 

თეატრალური განთიადის წინ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

წინასიტყვაობა

ქართულ თეატრს ისტორიულად მოკლე პერიოდში მოუხდა იმ საფეხურების გავლა, რომელიც ევროპის თეატრებში საუკუნეებით ვითარდებოდა. ევოლუციის სახვადასხვა დონე განპირობებული იყო თითოეული ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ, სოციალურ- ეკონომიური და ეთნოგენური თავისებურებებით. ამ ზოგადი კანონზომიერების კონტექსტში იკვეთება ქართული თეატრის მიერ განვლილი გზაც. ხალხური სანახაობითი ფორმების რთულ, მაღალპროფესიულ, სინთეზურ ხელოვნებამდე ამაღლება, არსებითად საერთოდ, ევროპული თატრალური ცივილიზაციის მოდელია, რომლის ორგანული ნაწილიც არის ქართული თატრი. თუმცა ქართულ ხალხურ თეატრალურ ფოლკლორში უთუოდ იგრძნობა მცხუნვარე აზიური სანახაობათა გამოძახილი...

გვერდი 1 დან 7

ბანერი