განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> საქართველო თავდაცვა
ბანერი

ავღანეთში მეთორმეტე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

altავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 6 იანვარს.

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმის პორტში შევიდა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის გემი “ფილიპინ სი” 17 ოქტომბერს ბათუმის პორტში შევიდა.

აშშ-ის დაფინანსებით ფოთში სანაპირო დაცვის გემების შემკეთებელი საამქრო აშენდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა

აშშ–ის დაფინანსებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გემების შემკეთებელი საამქროს მშენებლობას ფოთში დღეს ჩაეყარა საფუძველი, განაცხადა თბილისში აშშ–ის საელჩომ.

საქართველო ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნას გეგმავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

როგორც თეთრი სახლის მიერ, ბაიდენსა და სააკშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ირკვევა საქართველო ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას აპირებს.

ქართული ჯარი მზად უნდა იყოს "თითქმის შეუძლებელი ამოცანების შესასრულებლად"

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ქართული ჯარი მზად უნდა იყოს "თითქმის შეუძლებელი ამოცანების შესასრულებლად“ იმ ფონზე, როცა "ჩვენ კარგად ვიცით“ ვინ არის საქართველოში შემოჭრილი "მტერი“ და "ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 აპრილს მასშტაბური სამხედრო წვრთნების – ”ვაზიანი 2011”–ის დასრულების შემდეგ.

აშშ–მ ქართულ პოლიციას 74 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანები გადასცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 დეკემბერს 74 ერთეულ თოყოტა Lანდ ჩრუისერ Lჩ-78 ტიპის მანქანები გადასცა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაწეული 1 მილიარდი დოლარის ოდენობის კონფლიქტის შემდგომ დახმარების ნაწილი.

ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში ოთხი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში ოთხი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

რას შეცვლის საქართველოს გეგმებში პირველი სამხედრო მსხვერპლი ავღანეთში

ელ-ფოსტა ბეჭდვა

6 სექტემბერს თბილისში ჩამოასვენეს და მესტიის რაიონის მშობლიურ სოფელ ლენჯერში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის ცხედარი.

კაპრალი კობალაძე მეორე წელია ცხინვალის ციხეში ზის

ელ-ფოსტა ბეჭდვა

მასთან ერთად, კიდევ შვიდი ქართველი ტყვე ელის განაჩენს.

რუსეთ-საქართველოს ომის, მეორე წლისთავზე, საქართველოს რვა მოქალაქე კვლავ რჩება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში. შვიდი სამოქალაქო პირი რუსებმა და ოსებმა სხვა და სხვა დროს ე.წ “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს. ყველაზე დიდ ხანს, 2008 წლის სექტემბრიდან, ცხინვალის ციხეში, საქართველოს არმიის კაპრალი, მესანგრე ზვიად კობალაძე ზის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ზვიად კობალაძე სამხედრო ტყვეა.

გვერდი 1 დან 4

ბანერი