განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო თავდაცვა აშშ–მ ქართულ პოლიციას 74 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანები გადასცა
ბანერი

აშშ–მ ქართულ პოლიციას 74 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანები გადასცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 842 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 დეკემბერს 74 ერთეულ თოყოტა Lანდ ჩრუისერ Lჩ-78 ტიპის მანქანები გადასცა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაწეული 1 მილიარდი დოლარის ოდენობის კონფლიქტის შემდგომ დახმარების ნაწილი.

ქართული პოლიცია ყველგან მავალ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება 2.8 მილიონი დოლარია, საქართველოს მიუწვდომელ მთიან და "2008 წლის რუსეთთან კონფლიქტში დაზარალებულ რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის აღსაკვეთად გამოიყენებს," – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.

"[მანქანების გადაცემა] არის ნაწილი ჩვენი ომის–შემდგომი დაპირებისა, რომ დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს უსაფრთხოება და ვუზრუნველყოთ, რომ საქართველოს, მომავალში, ექნება შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი მოქალქეები, ქვეყნის შიგნით და უზრუნველყოს უსაფრთხოების პირობები იმ რეგიონების მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კონფლიქტის შედეგად,“ – განაცხადა აშშ–ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.

"ჩვენ დამატებით მანქანებს მივაწვდით, რომლებიც ჯერ ისევ გზაშია, ამავე მიზნის განსახორციელებლად, და კიდევ ერთხელ, საბოლოო ჯამში ეს ასახავს ჩვენ მზადყოფნას დავეხმაროთ ქართველ ხალხს და ხელი შევუწყოთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – დასძინა მან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ–ს დახმარებისთვის და განაცხადა, რომ "ეს მანქანები, უმთავრესად, იქნება იმისთვის გამოყენებული, რომ მოხდეს იმ დანაკარგის აღდგენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ ბოლო წლების დროს“.

აშშ–ს საელჩომ ასევე განაცხადა, რომ მანქანების გადაცემა ხორციელდება კანონიერების განმტკიცების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს პოლიციას ტრენინგებით, საკომუნიკაციო აღჭურვილობითა და პოლიციის აკადემიის მშენებლობით.

სივილ ჯორჯია
Share

კომენტარები 

0 # ღამურა 2011-06-17 02:12  
კარგია რომ ასეთი სახის დახმარებას გვიწევენ, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა თუ გადაწყვეტენ მოგვცენ თავდაცვითი იარღი (ტანკსაწინააღმდ ეგო ) რომელიც უფრო ქმედითს გახრდის ჩვენ თავდაცვისუნარია ნობას გარეშე საფრთხისაგან ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი