განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ეკოლოგია აშშ-სა და საქართველოს შორის ბირთვული უშიშროების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება
ბანერი

აშშ-სა და საქართველოს შორის ბირთვული უშიშროების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 717 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

აშშ-სა და საქართველოს შორის ბირთვული უშიშროების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება.

21-22 ივლისს, სასტუმროში "ბეტსი" ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოში ბირთვული მასალების არალეგალურ გადაზიდვებთან ბრძოლას ეძღვნება.

შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს ბირთვული კონტრაბანდის აღსაკვეთად ერთობლივი სამოქმედო გეგმა განიხილება. სტუმრებს სამინისტროს წარმომადგენლები ბირთვული კონტრაბანდის გამოძიების, საზღვრების და სანაპირო ზოლის უშიშროების საკითხებზე ანგარიშს წარუდგენენ.

ამასთან, კონფერენციაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავენ, რომელიც ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლაში და არის გარანტი რეგიონში უშიშროების რეჟიმის გაძლიერების.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი