განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ეკოლოგია გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის ინსპექციაში მიმდინარე რეფორმებზე სპეციალურ ბრიფინგს მართავს
ბანერი

გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის ინსპექციაში მიმდინარე რეფორმებზე სპეციალურ ბრიფინგს მართავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 832 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის ინსპექციაში მიმდინარე რეფორმებზე სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგს მართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეფორმა გარემოს დაცვის ინსპექციაში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. კერძოდ, ინსპექტირების სამსახურები რეგულირების ობიექტების გეგმიურ ინსპექტირებებზე გადავლენ. დღემდე ინსპექტირება უტარდებოდათ მხოლოდ სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ობიექტებსა და ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს.

სწრაფი რეაგირების თანამშრომლები რეგიონალურ პრინციპებზე გადავლენ და არ იქნებიან მიმაგრებული არც ერთ რაიონზე. თანამშრომლები თანამედროვე ფორმებით აღიჭურვებიან, ინსპექციის ავტომობილებს კი, სათვალთვალო ვიდეო-თვალი დაუმონტაჟდებათ, რომლის საშუალებით ხელმძღვანელობა ონლაინ რეჟიმში გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას.

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალურ ტრეინინგებს ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები ჩაუტარებენ, რომელთა გამოცდილების გაზიარება ითვალისწინებს ინსპექტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში.

გარემოს დაცვის ინსპექციის ინიციატივით, ე.წ. "საინფორმაციო რეგლამენტის" ბუკლეტები დაიბეჭდება, რაც ხელს შეუწყობს რეგულირების ობიექტებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესწავლაში.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი