განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ეკოლოგია ფარავნის ტბის ირგვლივ კავკასიური ფიჭვის ტყე გაშენდება
ბანერი

ფარავნის ტბის ირგვლივ კავკასიური ფიჭვის ტყე გაშენდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1087 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ფარავნის ტბის ირგვლივ კავკასიური ფიჭვის ტყე გაშენდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიჭვის ტყის კორომის გაშენება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა და ეკოლოგიური ტურიზმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად.

ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე მკაცრი კლიმატური პირობებია და მხოლოდ ეს ჯიში ხარობს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სტუმრობდა. მან დაბა ფოკაში ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ფიჭვის ტყე უნდა გაშენდეს.

ტყის კორომის გაშენება სექტემბრის თვის მეორე ნახევარში დაიწყება, ოქტომბრის ბოლომდე ტბის შემოგარენში 5000 ძირი კავკასიური ფიჭვი დაირგვება. განაშენიანების აქციაში, სამინისტროს სანერგე მეურნეობის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება და ტყის მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი