განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ეკოლოგია ბათუმში დღეს "თევზის ფესტივალი" გაიმართება
ბანერი

ბათუმში დღეს "თევზის ფესტივალი" გაიმართება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 711 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ბათუმში დღეს "თევზის ფესტივალი" იმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, "ბათუმის თევზის ფესტივალი" სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მასში მინისტრი გოგა ხაჩიძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე პროფესიონალ და მოყვარულ მეთევზეებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

"ბათუმის თევზის საერთაშორისო ფესტივალი" სათევზაო ტურის და თევზის კერძების ფესტივალისგან შედგება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების მიხედვით მომზადებული ზღვის პროდუქტების პრეზენტაცია და კონკურსი გაიმართება. ბათუმის ახალ ბულვარში ფესტივალისთვის სპეციაულურად მოწყობილ ეთნო-სოფელში აჭარიდან, თბილისიდან და თურქეთიდან მოწვეული მზარეულები კულინარულ შედევრებს წარმოადგენენ. ღონისძიებაზე ორ ნომინაციაში - "საუკეთესო ლაზური კერძი" და "ყველაზე გემრიელი კერძი" გამარჯვებული გამოვლინდება.

ფესტივალს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიება "2010 - ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელს~ ეძღვნება და საქართველოში სათევზაო და კულინარული ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. ამასთან, ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი