პრეზიდენტმა სააკაშვილმა „აღორძინების“ და რეფორმების თვალსაზრისით დღევანდელი საქართველო დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოს შეადარა, რომელმაც მე–12 საუკუნეში საქართველო გააერთიანა.
![]()
სააკაშვილი: „ჩვენ აღმშენებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ“
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.8 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 10.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 3.6 მილიარდი აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის, ხოლო 866.6 მილიონი ეროვნული ბანკის ვალი იყო.
HSBC Bank Georgia–მ საცალო პორტფელი ბანკ „რესპუბლიკას" მიყიდა
ბანკმა „რესპუბლიკამ“, რომელიც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია, ბრიტანული ბანკის, HSBC–ის შვილობილი კომპანიის HSBC Georgia-ს საცალო პორტფელი შეიძინა, განაცხადეს ბანკების ხელმძღვანელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ქართუ ბანკმა" 20 დღეში 45 მილიონი დაკარგა
კანონპროექტი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და ევროკავშირის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციებით შემუშავდა.
საბანკო საიდუმლოება საიდუმლოება აღარ იქნება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას „დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში“, ნებისმიერი პირის საბანკო ანგარიშის მონიტორინგის განხორციელების საშუალება ეძლევა, ისე, რომ მოქალაქეს ამის შესახებ არაფერი ეცოდინება.
ქართველი მეღვინეები ქვევრს უბრუნდებიან
საქართველომ, როგორც ღვინის სამშობლომ, მხოფლიო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების აღდგენით უნდა დაიწყოს.
კომპანიამ "Dozortsev and Sons" „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ დააბრუნა
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის ქალაქ ელიზაბეტში რეგისტრირებული კომპანია „დოზორცევი და შვილები“, რომელსაც უნიკალური ქართული ღვინოები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში საკუთარ სასაქონლო ნიშნებად ჰქონდა დარეგისტრირებული, იძულებული გახდა ქართულ სასაქონლო ნიშნებზე უარი ეთქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „დოზორცევსა და შვილებს“ ამერიკის შესაბამის უწყებაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა უჩივლა.
რუსული ავიაკომპანია ქუთაისში ფრენებს იწყებს
6 აგვისტოს რუსული ავიაკომპანია „S7 ეარლაინსი“ (იგივე „სიბირი“) სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს განახორციელებს მოსკოვი–ქუთაისის და საპირისპირო მიმართულებით, იტყობინება ავიაკომპანია.
ბანკები დაზღვევას დაზღვეულ კლიენტებსაც სთხოვენ
ქართული ბანკების საქმიანობა ექსპერტთა კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ ხდება. რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “თქვენი ბანკირი” ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ბანკები სესხის აღებისას ყველაფრის დაზღვევას ითხოვენ, ეს ეხება როგორც ქონების, ასევე სიცოცხლის დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს.
მეტი სტატიები...
- საინვესტიციო სააგენტო: საპროტესტო გამოსვლებმა ინვესტორების შეშფოთება უკვე გამოიწვია
- ვის სჭირდება ეკონომიკური ინიციატივები
- ტრამპმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობას მოაწერა ხელი
- ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%–მდე ზრდის
- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციას უკრაინული დელეგაცია ესტუმრება
გვერდი 1 დან 16


ეკონომიკა











