განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> საქართველო ეკონომიკა გოგი თოფაძის კომპანიას დავალიანება გაუნახევრეს
ბანერი

გოგი თოფაძის კომპანიას დავალიანება გაუნახევრეს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 400 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

კომპანია „ყაზბეგს“ დავალიანება გაუნახევრეს. მას 7 მილიონიანი დავალიანება 3,5 მილიონამდე შეუმცირდა. კერძოდ, გოგი თოფაძის კომპანიას საურავები ჩამოაწერეს და გადასახადების ძირი 3,5 მილიონი ლარი ისევ დაუტოვეს. თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ არც ამ თანხის გადახდას აპირებს.

გაზეთ „ბიზნეს–რეზონანსის“ ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ „ყაზბეგს“ დავალიანება საერთოდ გაუუქმეს და ეს იმის გამო მოხდა, რომ გოგი თოფაძემ მერის არჩევნებში იყარა კენჭი. ამ ცნობას თავად ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფს.

„სასამართლო ექვსჯერ გადამიდეს. მინდა საქართველოში დავა დროულად მოვრჩე, რომ ევროპაში გავასაჩივრო. მართალია, საურავები ჩამომაჭრეს, მაგრამ აბსოლუტურად უსამართლოა ეს გადასახადიც,“ – აცხადებს თოფაძე.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო სამსახურმა შემოწმების შედეგად თოფაძის ქარხანას 3,5 მილიონი ლარი დაარიცხა.

საგადასახადო ქარხნის თანამშრომლების კვების, ასევე იმ მაცივრებისა და დანადგარების დაბეგვრას ითხოვს, რომლებსაც კომპანია სუპერმარკეტებსა და რესტორნებს უსასყიდლოდ გადასცემს.

რამდენიმე თვეში საურავებით გადასახდელმა თანხამ 7 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ თანხას საურავები გამოაკლდა.

რატომ ჩამოაწერეს „ყაზბეგს“ საურავები, ამაზე ფინანსთა სამინისტროში არ საუბრობენ.

„ვერ გეტყვით, ჩამოეჭრა თუ არა, ან რატომ ჩამოეჭრა კომპანია „ყაზბეგს“ საურავები,“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილეს კომპანია „ჯეოსელს“ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ 101 მილიონიანი ჯარიმა ჩამოაწერა. არგუმენტი კი ის იყო, რომ არ დადასტურდა კანონის დარღვევის ფაქტი.

მასშტაბური დაჯარიმებისას საბოლოოდ დაკისრებული ვალდებულებები თითქმის ყველა დიდ კომპანიას შეუმცირეს ან აპატიეს. კერძოდ, მაშინ „ნიკორა“ 15 მილიონი ლარით დაჯარიმდა, სასჯელის გასაჩივრების შემდეგ მას 4 მილიონის გადახდა დაეკისრა. „ბიზნეს–რეზონანსის“ ინფორმაციით, კომპანიამ ჯარიმის ნაწილი გადაიხადა, ნაწილის კი რესტრუქტურიზაცია მოხდა.

გაზეთი „ბიზნეს–რეზონანსი“
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი