უკვე დადასტურებულია, რომ ბათუმში პოლონეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები ჩავლენ, სხვა სახელმწიფოები კი იქ მინისტრებს გაგზავნიან.
კალანდაძის ინფორმაციითვე, ენერგოფორუმეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგ სტარიც დაესწრება. ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტი 14 იანვარს გაიმართება.
11-12 იანვარს კი თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ღონისძიებებში მონაწილე ქვეყნების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა იმართება.
საინფორმაციო სააგენტო"მედიანიუსი"
















