''მაგისტრალური გაზსადენის 10-15%-ის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის გაკეთება. ანალიზის შედეგების მიხედვით ''გაზპრომის'' ექსპერტები გააკეთებენ დასკვნას, რამდენად რაციონალურია გაზსადენის წილის შეძენა'', - განუცხადეს სომხურ სააგენტოს ''გაზპრომში''.
2005-2006 წლებში ''გაზპრომმა'' მაგისტრალური გაზსადენის წილის შესყიდვის სურვილი რამდენჯერმე გამოხატა.
''სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ'' კანონპროექტის მიხედვით, მაგისტრალური გაზსადენი იმ ობიექტების ნუსხაში აღარ არის, რომელთა პრივატიზება არ შეიძლება.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"















