განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ენერგეტიკა მაგისტრალური გაზსადენის აქციათა საკონტროლო პაკეტის 2011 წლამდე გაყიდვა არ შეიძლება
ბანერი

მაგისტრალური გაზსადენის აქციათა საკონტროლო პაკეტის 2011 წლამდე გაყიდვა არ შეიძლება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 416 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის ფონდს (მცგ) შორის გაფორმებული კონტრაქტით, მაგისტრალური გაზსადენის აქციათა საკონტროლო პაკეტი 2011 წლის აპრილამდე ვერ გაიყიდება . ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" მცგ-დან აცნობეს.

"მთვარობა არ გაყიდის ან არ გადასცემს, ანდა არ გასცემს ნებართვას მილსადენის და/ან გაზის კორპორაციის ჯგუფის საკონტროლო პაკეტის გაყიდვის თაობაზე და არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს გაზსადენის დაყადაღებას კომპაქტის ვადის გასვლამდე", - ნათქვამია მხარეებს შორის ხელმოწერილ კომპაქტში.

კონტრაქტი საქართველოსა და მცგ-ს შორის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის გაფორმდა. ამ ეტაპზე გაზასდენის 22 დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია დასრულებულია.

"სახელწმიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონპროექტის თანახმად, გაზსადენი იმ ობიექტების ნუსხაში აღარ არის, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი