განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ენერგეტიკა გაზსადენის აქციათა ნაწილი შესაძლებელია გაზპრომმა შეიძინოს
ბანერი

გაზსადენის აქციათა ნაწილი შესაძლებელია გაზპრომმა შეიძინოს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 629 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მაგისტრალური გაზსადენის 100%–ით გაყიდვით დაინტერესებული არ არის.

ამის შესახებ ქობალიამ დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკის სკოლაში განუცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი". მისი თქმით, მთავრობა გაზსადენის აქციათა 10-15%–ით გაყიდვას ორი-სამი წლის შემდეგ გეგმავს.

რაც შეეხება აქციათა პოტენციურ მფლობელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ამის შესახებ სომხური სააგენტო "News.am" იუწყება, რუსული გაზის კონცერნი ''გაზპრომი'' საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანას ელოდება და მზადაა გაზსადენის აქციათა 10-15% შეიძინოს.

''მაგისტრალური გაზსადენის 10-15%-ის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის გაკეთება. ანალიზის შედეგების მიხედვით ''გაზპრომის'' ექსპერტები გააკეთებენ დასკვნას, რამდენად რაციონალურია გაზსადენის წილის შეძენა'', - განუცხადეს სომხურ სააგენტოს ''გაზპრომში''.

2005-2006 წლებში ''გაზპრომმა'' მაგისტრალური გაზსადენის წილის შესყიდვის სურვილი რამდენჯერმე გამოხატა.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი