განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> საქართველო ენერგეტიკა გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდ ევროს კრედიტს მიიღებს
ბანერი

გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდ ევროს კრედიტს მიიღებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 416 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

პროექტში ინვესტირების საკითხი ბოლო დრომდე არ იყო გადაწყვეტილი, გუშინ კი, გაზსადენის მშენებელმა კონსორციუმმა ორგანიზაციების ჯგუფთან 4 მილიარდით დაფინანსების შეთანხმება გააფორმა. ჯგუფში შედიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

ორგანიზაციების ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი "ნაბუქოს" პროექტში 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი, 1,2 მილიარდ ევროს ჩადებენ.

სულ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიარდი ევროა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლისთვის იგეგმება.

"ნაბუქო" რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" მთავრ ალტერნატივად მიიჩნევა.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი