განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ენერგეტიკა ნორვეგიული ფირმა აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
ბანერი

ნორვეგიული ფირმა აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 329 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 10 ივნისს ნორვეგიულ კომპანიასთან, Clean Energy Invest AS–სთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ჰიდრო ენერგეტიკული რესურსების ათვისების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს.

Clean Energy Invest–ის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს 128 მეგავატი სიმძლავრის ოთხკასკადიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ინვესტიციის საერთო მოცულობა 314.3 მილიონ აშშ დოლარი იქნება. კომპანია გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილის ექსპორტს თურქეთში გეგმავს.

ნორვეგიული კომპანიის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტში მისი პარტნიორი არის საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), რომელიც პროექტის ხარჯების, დაახლოებით, 20%–ს დაფარავს.

წინასამშენებლო ფაზას, დაახლოებით, 15 თვე დასჭირდება, ხოლო მშენებლობის ეტაპს 2 წელი და 9 თვე, იტყობინება Clean Energy Invest.

სივილ ჯორჯია
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი