განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო განათლება თსუ–ს რექტორი გადადგა
ბანერი

თსუ–ს რექტორი გადადგა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 462 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ დატოვა თანამდებობა, რომელიც მას 2006 წლის აპრილიდან ეკავა.

მისი ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 13 აგვისტოს ერთხმად დააკმაყოფილა. საბჭოს წევრის, პარლამენტის ვიცე–სპიკერის ფრიდონ თოდუას განცხადებით, რექტორმა გადადგომის მიზეზად სამეცნიერო-აკადემიური მუშაობისთვის მეტი დროის საჭიროება დაასახელა. თავად ხუბუას გადადგომის მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რექტორის გადადგომას წინ უძღოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ძვირფასი წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული მოვლენები.

გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია ბიბლიოთეკის დირექტორის და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ. შსს–ის ცნობით, დაკავება დაკავშირებულია ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის წიგნების გატაცებასთან, რომლებიც უკრაინაშია აღმოჩენილი. ბიბლიოთეკის დირექტორის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპით აღნიშნული 92 დასახელების წიგნი, აცხადებს შსს.

ბიბლიოთეკიდან ძვირადღირებული წიგნების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ გავრცელდა, რის შემდეგაც უნივერსიტეტში გამოძიება დაიწყო.

ამის პარალელურად, უნივერსიტეტის რამოდენიმე თანამშრომელმა გიორგი ხუბუა ხელფასების არასამართლიან გადანაწილებაში დაადანაშაულა. ხუბუამ მის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის, ოპოზიციური ქალთა პარტიის ლიდერის გუგული მაღრაძის შეფასებით, კამპანია, რომელიც ხუბუას გადადგომამდე მის წინააღმდეგ აგორდა, „შეთხზულია“.

ახალი რექტორის არჩევამდე, აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელს დანიშნავს.

სივილ ჯორჯია
Share

კომენტარები 

0 # goga 2010-10-24 22:06  
უშველეთ თსუ-ს! დიდი ხანია ჩაძირულია. მხოლოდ დიდი სახელი და წარსული ვაი რომ არ არის საკმარისი ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი