ბრიფინგზე მინისტრმა სასწავლო პროცესის დაწყებაზე, დასრულებასა და არდადეგეგბზე ისაუბრა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დადგინდა სწავლის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული ვადები, რომელიც მომავალში არ შეიცვლება. ეს ცვლილება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს საშუალებას მისცემთ, წინასწარ დაგეგმონ დასვენებისა და სწავლისთვის მოსამზადებელი პერიოდი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით: სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს და დასრულდება 15 ივნისს, გარდა I და XII კლასელებისა, ისინი სასწავლო წელს 20 მაისს დაამთავრებენ; ზამთრის არდადეგები დაიწყება 27 დეკემბერს და დასრულდება 20 იანვარს. სააღდგომო არდადეგები დაიწყება ყოველ დიდ ხუთშაბათს და დასრულდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს.
ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები გადადიან სემესტრულ სწავლებაზე (განისაზღვრა 2 სემესტრი).
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"
















