განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო განათლება განათლების სამინისტროს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები გადაეცემა
ბანერი

განათლების სამინისტროს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები გადაეცემა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 547 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დღეს პროფესიული სასწავლებლების დირექტორებს შეხვდებიან და პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილ 750 სასწავლო სახელმძღვანელოს გადასცემენ.

სახელმძღვანელოები შეიმუშავა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში. ახალი სახელმძღვანელოები 9 პროფესიული სასწავლო კურსისთვის არის განკუთვნილი. მათ შორის: კალატოზების, მებათქაშეების, რკინაბეტონის სამუშაოთა წარმოების მუშების, ელექტროშემდუღებელების, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლების, მემინდვრეების, მებოსტნეების, მებაღეებისა და მევენახეებისთვის.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

კომენტარები 

-1 # თამაზ 2010-08-25 05:29  
ახლაც არ დაიჯერებთ,რომ სააკაშვილს საქართველო და ქართველი ხალხი სხვის მომსახურე ნახირათ აქციოს.აფრიკას დაამსგავსოს,თუმ ცა შვენ დიდი ხანია მათ დონეზეც აღარ ვართ. ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი