ამის შესახებ ცნობილი გახდა სასტუმრო "რედისონში", სადაც პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია, საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს საშუალება მიეცეს, სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუკი, რომელთა ღირებულება, 2-წლიანი განვადების პირობებში, დღეში მხოლოდ 1-დან 4 ლარამდე იქნება.
პრეზენტაციას ესწრებოდა "ტაოპრივატბანკის" წარმომადგენელიც. როგორც მან აღნიშნა, პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, მოქალაქემ კომპიუტერის ღირებულების 20% წინასწარ გადაიხადოს და უკვე შემდგომ ჩაერთვება განვადების პროცესში. შეღავათიანი საგანვადებო პირობით კომპიუტერის ღირებულება დღეში 1-დან 4 ლარამდე იქნება.
კომპანია "Iნტელ"-ის ექსპერტისა და კონსულტანტის სახელმწიფო პროექტების დარგში რობერტ ფოგელი.
მისი თქმით, პროექტში წარმოდგენილი იქნება კომპიუტერები, ნოუთბუკები Iნტელ-ის პროცესორების ბაზაზე, შესაბამისად, ბანკის მიერ 2-წლიანი განვადების დამტკიცების შემთხვევაში, კომპიუტერის, ნოუთბუკის შეძენა შესაძლებელი იქნება 2 წლის განმავლობაში.
კომპიუტერების შეძენა შესაძლებელი იქნება "ალტასა" და "ალგორითმის" მაღაზიებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროექტის საპილოტე ვარიანტი 11 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო 22 ოქტომბერს თბილისში პროექტის მხარდასაჭერად ჩამოვა კორპორაცია "Iნტელ"-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ დევისი.
22 ოქტომბერს პროექტი ოფიციალურად დაიწყება. ბანკში განვადების ღირებულების შეტანა მოხდება თვეში ერთხელ, პროექტის ფარგლებში, 30-დან 90 ლარამდე თვეში, კომპიუტერის ან ნოუთბუკის კონფიგურაციისა და განვადების პირობების შესაბამისად.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"
















