განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო განათლება განათლების სამინისტრო კორპორაცია "ინტელთან" მემორანდუმს გააფორმებს
ბანერი

განათლების სამინისტრო კორპორაცია "ინტელთან" მემორანდუმს გააფორმებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 528 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

კორპორაცია "ინტელის" მიერ ინიცირებული პროექტის "კომპიუტერი ყველასთვის" საპილოტე პროგრამა გრძელდება.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოფიციალურად მოეწერება ხელი მემორანდუმს კორპორაცია "ინტელთან", რომელიც საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებას ითვალისწინებს.

პროექტი "კომპიუტერი ყველასთვის" წარმოადგენს ამ მემორანდუმის ნაწილს.

მისი მიზანია, საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომომადგენელს, ვისაც გააჩნია რამე შემოსავალი, საშუალება მიეცეს შეიძინოს კომპიუტერი/ნოუთბუქი 2-წლიანი განვადებით, კონფიგურაციის მიხედვით დღეში 1 ლარიდან.

პროექტის "კომპიუტერი ყველასთვის" წარმატებას განაპირობებს მომხმარებლისთვის სპეციალურად შემუშავებული პირობები: სპეციალური ფასი კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე (ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე), განვადების გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობები "ტაოპრივატბანკისა" და "თიბისი ბანკისგან", სპეციალური შემოთავაზება კავკასუს ონლაინისგან ინტერნეტ მომსახურებაზე.

პროექტის პარტნიორები არიან კომპიუტერული კომპანიები "ალგორითმი" და "ალტა", "ტაოპრივატბანკი" და "თიბისი ბანკი". საპილოტე პროგრამამ მოსახლეობაში დაწყებისთანავე უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. 11-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით სულ პროექტის ფარგლებში "ალგორითმისა" და "ალტას" მაღაზიებში ბანკს მიმართა 3133 მოქალაქემ, აქედან დადებითი პასუხი მიიღო 57,52%-მა - 1802 მოქალაქემ, მათ შორის 18,87%-მა კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა 0 პროცენტიანი თანამონაწილეობით, ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე. პროექტს სპეციალური გრძელვადიანი შეღავათიანი პირობებით შეუერთდა "თიბისი ბანკიც", რაც კიდევ უფრო გაზრდის იმ მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მიიღებენ საშუალებას განვადებით შეიძინონ კომპიუტერები და ნოუთბუქები.

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქციაზე სპეციალური ფასის გამო ასევე ძალიან დიდია კომპიუტერების/ნოუთბუქების პირდაპირ შემსყიდველთა რაოდენობა. დიდია პროექტით მოსახლეობის დაინტერესება რეგიონებში.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

კომენტარები 

0 # მარი 2011-06-07 06:35  
კიდევ მიმდინარეობს თუ არა ეს აქცია? ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი