განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო განათლება სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა იწყება
ბანერი

სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა იწყება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 489 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის "აინშტაინის" განხორციელება იწყება.

პროგრამა "აინშტაინი" საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს. მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მოწყობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

"საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, სწორედ ამიტომ სამინისტროს ინიციატივით, ამოქმედდა პროგრამა "აინშტაინი"" - განაცხადა პროგრამის პრეზენტაციისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

პროგრამა "აინშტაინის" მიხედვით, ყველა საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

კომენტარები 

0 # ზაზა 2011-06-08 01:25  
როგორ ხდება სასკოლო ლაბორატორიების, დათვალიერება და შეძენა ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი