გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სავარაუდოდ, ოლიმპიადის პირველი ტური მომავალი კვირიდან გაიმართება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილება, სრული ინფორმაცია და დეტალური ინსტრუქცია უახლოეს მომავალში გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.naec.ge) განთავსდება.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"

















კომენტარები