განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო განათლება პედაგოგთა პროფკავშირი განათლების სამინისტროსთან დიალოგის აღდგენას გეგმავს
ბანერი

პედაგოგთა პროფკავშირი განათლების სამინისტროსთან დიალოგის აღდგენას გეგმავს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 557 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

პედაგოგთა პროფკავშირის ახლად არჩეული თავმჯდომარე მაია კობახიძე განათლების სამინისტროსთან დიალოგის აღდგენას გეგმავს.

საქართელოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახლადარჩეული თავმჯდომარე მაია კობახიძე პედაგოგთა პროფკავშირის ოფისში დღეს პროფკავშირულ ლიდერებთან პირველ შეხვედრებს გამართავს.

არჩევნების შემდეგ, შეხვედრები საქართველოს პროფკავშირული მოძრობის სხვადასხვა დარგის ლიდერებთან, ასევე საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სახელმწიფო კომისიის წევრებთან გაიმართება.

"მაია კობახიძე სამუშაო თათბირს ჩაატარებს და უახლოეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ახლადარჩეული თავმჯდომარე ისაუბრებს ინიციატივაზე, რომ აღდგეს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი საქართელოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან. ამ საკითხებთან დაკავშირებით, განცხადება პრესისთვის გაკეთდება", _ აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

მაია კობახიძე პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტად 30 ოქტომბერს აირჩიეს. ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ღურჭუმელაძე კანადაშია და იქ თავშესაფარს ითხოვს.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი