განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო განათლება საერთაშორისო კონკურსი “ალიანტე 2011” იწყება
ბანერი

საერთაშორისო კონკურსი “ალიანტე 2011” იწყება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 849 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

15 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი მეგრელიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციზე გაკეთდა განცხადება საქართველოში საერთაშორისო კონკურსის "ალიატე 2011" დაწყებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2011“ მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. საქართველო უკვე 4 წელია კონკურსში ჩაერთო, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები 15-დან 19 წლამდე.

“ალიანტე 2011” წელს საქართველოში განსხვავებული სახით ჩატარდება, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო მეტ ახალგაზრდას გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ფიზიკურ და ინტელექტუალურ შეეჯიბრებაში გამოვლენილი 5 საუკეთესო გუნდი, მონტენეგროში გამართულ საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრება.

საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2011“ პირობები და წესები თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ მისამართზე:

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=220&info_id=3841

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური
Share

კომენტარები 

0 # ნატალია 2011-03-25 15:54  
ალიანტეს კონკურსის პირველი რაუნდის მე-11 კითხვა, ვფიქრობ, არასწორად არის დასმული. გთხოვთ გადასინჯოთ და შემატყობინოთ. შსაძძლებელია ვცდებოდე. პატივისცემით, ნატო ციტირება
 
0 # ნატალია 2011-03-25 15:52  
ალიანტეს კონკურსის პირველი რაუნდის კითხვა, ვფიქრობ, არასწორად არის დასმული. გთხოვთ გადასინჯოთ და შემატყობინოთ. შსაძძლებელია ვცდებოდე. პატივისცემით, ნატო ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი