განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> საქართველო კონფლიქტები
ბანერი

ანტირუსული განწყობები ცხინვალში

ელ-ფოსტა ბეჭდვა

კოკოითიმ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მას ახლა უფრო მეტი საშუალება ეძლევა ემსახუროს ხალხს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

ალა ჯიოევას მომხრეები მსოფლიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას სთხოვენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას მომხრეები მსოფლიო თანამეგობრობას დე–ფაქტო რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე

ელ-ფოსტა ბეჭდვა

უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ცხინვალში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

ცხინვალში საზოგადოება ისევ ქუჩაშია შეკრებილი და დაშლას არ გეგმავს. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს - ალა ჯიოევას უჭერენ მხარს.

აჯანყებული ქართული რეგიონი არჩევნების მეორე ტურში ახალ ლიდერს ირჩევს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

კვირას, საქართველოს გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონში პრეზიდენტობისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა, რომლებმაც რეგიონის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული იმედები გამოხატეს. ეს პატარა ტერიტორია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.

წინასაარჩევნო შეხვედრები ცხინვალში

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ერთ–ერთი საკითხი, რომელსაც წინასაარჩევნო სატელევიზიო გამოსვლებისას კანიდატები შეეხნენ, ჯანდაცვაა.

კვირას ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორი კანდიდატი, ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი რამდენჯერმე გამოვიდნენ ადგილობრივი ტელევიზიით ცხინვალში და მოსახლეობას მიმართეს. ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ მისთვის სერიოზული შანსია სატელევიზიო ეთერი ამომრჩევლებთან კონტაქტის დამყარებისთვის.

ვმო–ზე საქართველო–რუსეთის შეთანხმების დეტალები

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი საქართველო–რუსეთის საზღვარზე იმ სამი სავაჭრო კორიდორიდან ერთ–ერთია, რომელთა ამოქმედებაც შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ფოტო: თეა გულარიძე/Civil.geვმო–ზე რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბდებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.

კონდოლიზა რაისი: სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების საშუალება მისცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლო მოკავშირეები ნატოდან გაიუცხოვა, როდესაც „რუსებს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალება მისცა” და სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაიწყო. ეს ყველაფერი მის ახალ წიგნში წერია, სადაც ის საქართველოს და უზბეკეთის ეპიზოდშიც (Rice Hits Back At Rumsfeld Over Andijan) საკუთარ თავს გონების ხმად წარმოაჩენს. საქართველოს შემთხვევაში, ის ცდილობდა შეეკავებინა იმპულსური სააკაშვილიცა და მისივე ადმინისტრაციის უფრო აგრესიულად განწყობილი წევრებიც.

რუსი სამხედროები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კიდევ 49 წლით დარჩებიან

ელ-ფოსტა ბეჭდვა

რუსეთის ბოლო მოწვევის დუმას ვადა ამოეწურა და პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იმ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, რომლის თანახმად რუსეთის არმიას შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები კიდევ 49 წლის განმავლობაში ჰქონდეს, რის შემდეგაც ეს ვადა ავტომატურად 15 წლით გაგრძელდება.

მღელვარება ცხინვალში

ელ-ფოსტა ბეჭდვა

სამი დღეა, რაც ცხინვალში პოლიტიკური მღელვარება გრძელდება. დღეს ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ორშაბათის ტრადიციულ ბროფინგზეც გაკეთდა. დავით ჯალაღანიამ, მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „ჩვენთვის სულერთი არაა მოვლენების ნებისმიერი სახის ესკალაცია, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დაპირისპირების მიზეზი ცხინვალში იმის გარჩევაა, თუ რომელი დაჯგუფება მოახერხებს შემდეგში რუსეთის საოკუპაციო რეჟმისა და დამპყრობლების სამსახურში ჩადგომას“.

გვერდი 1 დან 12

ბანერი