განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო კონფლიქტები ალა ჯიოევას მომხრეები მსოფლიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას სთხოვენ
ბანერი

ალა ჯიოევას მომხრეები მსოფლიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას სთხოვენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 367 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას მომხრეები მსოფლიო თანამეგობრობას დე–ფაქტო რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

ჯიოევას მომხრეებმა ამ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე მიმართვა გაავრცელეს.

"ვითვალისწინებთ რა, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, მთელ კავკასიაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ მიმდინარე მოვლენებში ვითარების სტაბილიზების და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით", - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ადრესატები გაერო, ევროპარლამენტი, რიგი ქვეყნები, მათ შორის ის სახელმწიფოები არიან, რომლებმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან რეაქციის დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდეს.

ედუარდ კოკოითის გადადგომის და ხელისუფლების ალა ჯიოევასთვის გადაცემის მოთხოვნით მიტინგი ცხინვალში, დე-ფაქტო მთავრობის შენობის წინ 30 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არშემდგარად გამოაცხადა და გამარჯვებულ კანდიდატ ალა ჯიოევას მისი მომხრეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. დე-ფაქტო პარლამენტმა ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დანიშნა.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი