განახლდა:07:02:38 AM GMT

>>> საქართველო ჯანდაცვა შიდსით დაავადებულთათვის პრევენცია ხელმიუწვდომელია
ბანერი

შიდსით დაავადებულთათვის პრევენცია ხელმიუწვდომელია

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 887 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა, სახალხო დამცველის ოფისში აივ\შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

რომ აივ\შიდსის პრევენციის და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა შეუძლებელია ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციის გარეშე.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის თავმჯდომარის დავით ოთიაშვილის განცხადებით, წელს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე გაეროს მოწოდებით ტარდება, ეგიდით საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებები.

"საყოველთაო ხელმისაწვდომობაში იგულისხმებას მკურნალობის და პრევენციის ხელმისაწვდომობა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. დღეს საქართველოში დადებითი ფაქტია და უნდა აღინიშნოს, რომ შიდსით დაავადებული მკურნალობას ყველაზე თანამედროვე და მაღალეფექტურს ღებულობს. რაც შეეხება პრევენციას, ამ საკითხში საქმე კარგად არ გვაქვს. დღეისათვის საქართველოში შიდსის 2200 შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული. აქედან 60% შეადგენს ნარკოტიკების ინვენციური გზით მოხმარებელს. აქედან გამომდინარე, საქართველოში შიდსის ეპიდემიის მამოძრავებელი ძალა არიან ის ადამიანები, ვინც მოიხმარენ ნარკოტიკებს ინექციური გზით, ამიტომ საჭიროა ამ ჯგუფთან მუშაობა და შიდსის პრევენცია ამ ჯგუფის წარმომადგენლებში", – განაცხადა ოთიაშვილმა.

ასევე პრესკონფერენციაზე მათ საქართველოს პარლამენტს მიმართეს, რომ განიხილონ კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებლის და აივ\შიდსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ რესურსებს არაეფექტური ძალოვანი ღონისძიებებიდან გადაიტანს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებისკენ.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აერთიანებს თხუთმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას. ქსელი მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა სახის მიდგომას, პოლიტიკას, სტრატეგიას, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელს და მთლიანად საზოგადოებას ნარკოტიკული პრობლემური მოხმარების, აივ\შიდსის, ავადობის, სიკვდილიანობის და სხვა ნეგატიური შედეგის შემცირებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 1 დეკემბერს აივ\შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

 

 

საინფორმაციო სააგენტო
"მედიანიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი